საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა 4:3 დაამარცხეს ნიდერლანდების ნაკრები და შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე უფროსებში პირველად მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული.

გადამწყვეტი ბრძოლა საბა ინანეიშვილმა იან სპაიკერსს მოუგო.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა ავსტრიას (4:0), საფრანგეთსა (4:2) და თურქეთს (4:2) სძლიეს.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ) გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი (ორივე 70 კგ) და სოფიო
სომხიშვილი (+70 კგ).

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაინც ხომ გიტირეთ დედა საერთაშორისო მაფიოზებო, ევროპის ჩემპიონატი შერეულად რომ გადააკეთეთ (ჩვენს წინააღმდეგ), ვენაცვალე ჩვენ გოგოებს!!!
S.K.K.
19:58 27-11-2021
2
მაგრად გავიხარე!!!!
თქვენ გენაცვალეთ გულებში!!!
0

სიახლეები პოპულარული