პარიზის გრანდ სლემის 1-ელი დღე! 3 ქართველი ტატამზე

AutoSharing Option
დღეს, 5 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემის პირველი დღის შეხვედრები გაიმართება.

ქართველთა მხრიდან ტატამზე 3 ჯუდოკა წარსდგება - ჯაბა პაპინაშვილი (-60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ).

წლის პირველი დიდი ტურნირის წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

პაპინაშვილი პირველ შეხვედრას განის წარმომადგენელ ზეო აგუდოოსთან გამართავს, ამავე წონაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე ერაყელ ამერ ჰატიპს შეხვდება.

მარგველაშვილი ანგოლელ ედმილსონ პედროს, ხოლო შავდათუაშვილი სესარ კოდას დაუპირისპირდება.

ყურება Judo-ს იუთუბ გვერდზე შეგიძლიათ
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ჩვენს სახელოვან ძიუდოისტებს!!!
tngh
15:34 05-02-2022
0
ოოო, ჯუდოკები თუ წარდგებიან, ოოო!
ვვვ
13:54 05-02-2022
0

სიახლეები პოპულარული