გუჯეჯიანი ონოს შავდათუაშვილთან პოტენციური დაპირისპირებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
25- 27 მარტს თბილისში ძიუდოს ტრადიციული და პრესტიჟული გრანდ სლემი გაიმართება, სადაც ნაკრებები წამყვანი შემადგენლობებით უნდა გვეწვიონ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით შოჰეი ონოს მიმართა და საქართველოში საასპარეზოდ ჩამოსვლისკენ მოუწოდა, რაც პოტენციურად ლაშა შავდათუაშვილთან დაპირისპირებას უნდა ნიშნავდეს.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, -73 კგ-ში მოასპარეზე იაპონელი უძლიერესი ძიუდოისტია, რომელმაც უკანასკნელ ოლიმპიადაზე ქართველი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში დაამარცხა. 

ცოტა ხნის წინ შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გაიმარჯვა, ფინალში კი ასევე
იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.

დაველოდოთ, 30 წლის ონო რა გადაწყვეტილებას მიიღებს...

alt

პარიზის გრანდ სლემი. შავდათუაშვილის ოქრო და კიდევ ორი ქართული ბრინჯაო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
იქნება ბექაურსაც მოუწოდოს ტატამზე დაბრუნებისკენ
გიორგი
06 მაისი 2022 16:57
0
ადეკვატური რეაქცია იცი რა იქნება- ჩავიდნენ იაპონიაში და მოუგონ იქ თავის მოედანზე
დავით 2101
15 თებერვალი 2022 07:53
1
ბაზარი არაა... ყველაფერს ადეკვატური რეაგირება სჭირდება.... არ ჩავიდნენ ჩვენებიც ძიგაროზე და ვნახოთ მერე იაპოშკების რეააცია... მარა სადა გვაქ ჩვენ ადეკვატური რეაქცია...
mirosan
14 თებერვალი 2022 23:44
1
ნუ მოვიქცევით ყველაფერში სირაქლემასავით როგორც კი იაპონელები არ ჩამოვლენ არც ქართველები უნდა ჩავიდნენ ძიგარო კანოზე .
dato
14 თებერვალი 2022 17:51
6
რამდენი წელია იაპონელები აღარ ჩამოსულან თბილისში. არადა როცა მოდიოდნენ ხოლმე რამდენიმე კამერით იღებდნენ, ალბათ ჩვენი სტილის შესააწავლად და დასახვეწად..
ჩვენი ჩემპიონებიც რო აღარ ჩავლენ ძიგაროკანოზე მერე იქნებ კეთილი ინებონ:)
ლაშა ლეგენდაა და მაგალითი მომავალი თაობისთვის. წარმატება ქართულ judos.
rable
14 თებერვალი 2022 16:27
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული