არის! ილიამ და გურამმა ოქროს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, თელ ავივის გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში 4 ქართველი ვიხილეთ. ჩვენდა სასიხარულოდ, სულამანიძემ და თუშიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 44 წამით ადრე სუფთა გდებით გაიმარჯვა.


+100 კილოგრამი წონის ფინალში გურამ თუშიშვილი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3 გაფრთხილებით დაამარცხა.

+ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ონისე ბუღრიძე ავსტრიელ სტეფენ ჰეგის დაუპირისპირდა და გაშვებული ვაზარით
დამარცხდა.

- 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3 გაფრთხილების მიღების გამო დამარცხდა.

სამწუხაროდ, ასპარეზობა ნაადრევად ორმა ჩვენებურმა დაასრულა, სოფია სომხიშვილი (+78 კგ) და უშანგი მარგიანი (-90 კგ) გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობნენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გილოცავთ და გმადლობთ!!! იმედია, წინ ახალი წარმატებებია!!!
tngh
20 თებერვალი 2022 15:01
0
ფ ი ზ ი კ ა მოუმატეთ- ფიზიკური ვარჯიშები ბიჭებო, თუშიშვილს ძალიან უჭირს, რაც წონის ბრალია- 10- 15 კილო მაინც უნდა მოიმატოს.
ევროპასა და მსოფლიოზე მინიმუმ - 3 ჩემპიონი უნდა გვყავდეს და ეს -,,წ ე ს ა დ ,, უნდა დაიდოს - 2 ჩემპიონი - საშუალო შედეგად აღიქმებოდეს, თორემ - ვერ განვითარდებით და და ერთ-დონეზე დავრჩებით, და თუ გვინდა მსოფლიოში - 1- ლები ვიყოთ- იაპონიას გ ა დ ა ვ ა ს რ ო თ და ეს შეგვიძლია- ეს მიზანი უნდა დავიდოთ.
ვიმედოვნებთ - გუჯეჯიანი არ მოუნდება ქართულ ძიუდოს სხვა- კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს!
გლახუნა
20 თებერვალი 2022 14:19
1
თუშიშვილი სპორტული წესრიგის დამცველი რომ იყოს, ყველა ტურნირს მოიგებდა რაც არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ არაა ეგეთი. ვულოცავ .........
სტალინი
19 თებერვალი 2022 22:56
2
სადაც საჭიროა იქ მოიგონ , ჭ კლასის ტურნირს ნებისმიერ დროს იგებნენ
თებერვალი
19 თებერვალი 2022 22:11
45
თუშიშვილს მსოფლიო აქვს მოგებული, ორჯერ ევროპა,ოლიმპიადის ფინალისტია, მასტერსი მოიგო რამდენჯერმე. სულამანიძეს ახალგაზრდულში ყველაფერი აქვს მოგებული და დიდებში მსოფლიოს ბრინჯაო, ჯერ 20 წლისაა სულ.
რეზო
20 თებერვალი 2022 10:06
0
ეუფ?! შენ რა მაგარი ყოფილხარ?! გადი და შენ მოიგე,აქ რატომ კარგავ დროს?!
ადამიანი
20 თებერვალი 2022 00:59
0
ყველა გამოხმაურება
აუ ალექსი კიდე მოიწვიეთთთთ გევედრებით. ეს მისი ბუნებრივად წარმოთქმული ფრაზები ( თუნდაც მალადეც და კანეშნა) ძაან უხდება და მაგრად მესიამოვნა რაა. იმდენი უაზრო კომენტატორების მოწვევას, დასაქოქები რო ხდებიან ხოლმე, ამ ჯიგარი კახელის მოსმება მირჩევნია ნაღდად
jigari
19 თებერვალი 2022 21:58
4
ძაან მესიამოვნა. ეს ილია რა კაი გვეზრდება. თუში შე მაგარო!
ivan
19 თებერვალი 2022 21:37
0
ოქროს ბიჭი ხარ ილია, შენ გაიხარე, სულ წარმატებებს გისურვებ.
გიზო რაჭველი
19 თებერვალი 2022 21:22
0
მთელი ტურნირი ბრწყინვალედ იჭიდავა ილიამ და არც ფინალი გახდა გამონაკლისი.ერთი სიამოვნება იყო დღეს მისი ჭიდაობის ყურება.გილოცავთ!ონისე სანებლიძე სამწუხაროდ დამარცხდა.მძიმე წონაში ველოდებით ონისე ბუღაძის და გურამ თუშიშვილის გამოსვლას.ონისე ჩემი აზრით მსაჯებმა დაჩაგრეს.არ ეკუთვნოდა გაფრთხილებები.რაფაელ სილვას სახელმა გადასძალა,ან კიდევ პოტენციურად ქართული ფინალი არ ინდომეს მსაჯებმა,მძიმე წონაში.
სოსო
19 თებერვალი 2022 20:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული