არის! ილიამ და გურამმა ოქროს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, თელ ავივის გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ფინალურ ბლოკში 4 ქართველი ვიხილეთ. ჩვენდა სასიხარულოდ, სულამანიძემ და თუშიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდა და ძირითადი დროის დასრულებამდე 44 წამით ადრე სუფთა გდებით გაიმარჯვა.


+100 კილოგრამი წონის ფინალში გურამ თუშიშვილი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3 გაფრთხილებით დაამარცხა.

+ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ონისე ბუღრიძე ავსტრიელ სტეფენ ჰეგის დაუპირისპირდა და გაშვებული ვაზარით
დამარცხდა.

- 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და დამატებით დროში 3 გაფრთხილების მიღების გამო დამარცხდა.

სამწუხაროდ, ასპარეზობა ნაადრევად ორმა ჩვენებურმა დაასრულა, სოფია სომხიშვილი (+78 კგ) და უშანგი მარგიანი (-90 კგ) გათამაშებას ნაადრევად დაემშვიდობნენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ოქროს ბიჭი ხარ ილია, შენ გაიხარე, სულ წარმატებებს გისურვებ.
გიზო რაჭველი
21:22 19-02-2022
0
ძაან მესიამოვნა. ეს ილია რა კაი გვეზრდება. თუში შე მაგარო!
ivan
21:37 19-02-2022
0

სიახლეები პოპულარული