გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ტატამზე 2 ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) წარსდგნენ.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენი ფალავანი ფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ტურნირის გზას, ტატომ  ფინელი ოსკარ მაკინენი, გერმანელი ტიმ გრამკოუ, უნგრელი ატილა უნგვარი და უკრაინელი სერგი კრივჩაჩი დაამარცხა.

მოულოდნელად, გათამაშებას შავდათუაშვილი მე-3 რაუნდიდან გამოეთიშა... ალბანელი ინდრიტ ცულჰას დამარცხების შემდეგ, ჩვენებური იტალიელ ჯოვანი ესპოსიტოსთან დამატებით დროში სუფთა გდებით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ატილა უნგვარი უნგრელია
Irakli Apkhaidze
14:06 30-04-2022
0
წარმატებები!!!
tngh
15:18 30-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული