ოქროს ბიჭები ფინალში იჭიდავებენ - თბილისის გრან სლემის მეორე დღე [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის გრან სლემის მეორე დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 11 ძიუდოისტი წარსდგა.

- 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ კენ ოიოშის შეხვდება, 3 გზის ოლიმპიურმა მედალოსანმა საფინალო შეხვედრამდე ჰეონშოლ კანგის, ჟულიო სესარ კოდასი, მოჰამადრაჰიმ სარახონოვისა და გიორგი ტერაშვილის დამარცხება მოახერხა.

თავის მხრივ, ტერაშვილი ბრინჯაოს მედალს შეუტევს, მისი მოწინააღმდეგე მანუელ ლომბარდო იქნება.

ამავე წონაში გიორგი ჩიხელიძე მე-7 ადგილზე გავიდა, ფრიდონ გიგანი კი მერვედფინალში პეტრუ პელივანთან დამარცხდა.

- 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალს იჭიდავებს ტატო გრიგალაშვილიც, ჩვენებურმა მოჰამადჟონ
აბდულალილოვი, ადრიან განდია, ტიციანო ფალკონე და ტელიმ ცკაევი დაამარცხა, ფინალში კი ლი იონჰვანს შეხვდება.

ამავე წონაში მერვედფინალში გამოეთიშნენ გიორგი შერაზადიშვილი და  დიმიტრი გოჩილაიძე, მეორე წრეში ასპარეზობას ლევან გუგავა გამოეთიშა.

რაც შეეხება ქალთა თანრიგს, ინდირა სილაგაძე (-70), რეჯინა უთნელიშვილი (-63) და მარიამ ციხელაშვილი (-63) პირველივე წრეში დამარცხდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული