არის! არის! 3 ოქრო გრანდ სლემის მესამე დღიდან [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის გრანდ სლემის მესამე დღეს - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი უნგრელ კრისტიან ტოტს დაუპირისპირდა და უშანსოდ, სამი გაფრთხილებით დაამარცხა.

შეხვედრა ბექას უპირატესობით წარიმართა, მეორე წუთზე ქართველი ფალავანი უკვე გაფრთხილებითა და შედეგიანი გდებით იგებდა, საბოლოოდ კი ჩვენებურის აშკარა უპირატესობით დასრულდა.


ფინალის გზაზე ღვინიაშვილმა ადლეთ მისინის, არტიუმ ბუბირისა და გიორგი პაპუნაშვილის ბარიერი გადალახა.

ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ ამავე წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობა დათმო და მე-5 ადგილი დაიკავა.

- 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე
დანიელ ჰერბსტთან დამარცხდა, ფინალში ონისე სანებლიძემ გიორგი ბერიაშვილი ბრწყინვალე გდებით დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.


სოფია სომხიშვილმა +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს ლევან მათიაშვილი და ონისე ბუღაძე დაუპირისპირდნენ, ბოლო წამზე გამარჯვებამ მათიაშვილმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ბუღაძემ მესამე გაფრთხილება მიიღო.

ამავე წონის ფინალში კი გელა ზაალიშვილი ალიშერ იუსუპოვს დაუპირისპირდა და სუფთა გდებით დაამარცხა. ფინალამდე ჩვენმა ფალავანმა მაგომედომარ მაგომედომაროვის, ლევან მათიაშვილისა და შოხრუ ბახტიოროვის ბარიერი გაიარა, ფინალში კი 2 ვაზარით იმარჯვა და ოქროს სინჯის მედალიც მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გრანდ სლემი კი არა შიდა ეროვნული ჩემპიონატი მოიწყვეს ბიჭებმა! ბრავო გუჯეჯიანს და მთელს ნაკრებს! ამდენი დდადებითის ფონზე ძალიან გულდასაწყევტია და დაუჯერებელიც კია სულამანიძის უმედლოდ დარჩენა.. უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3 დათმო..იმედია დროებითია მისი ეს ჩავარდნა.
ალექს
19:25 05-06-2022
0
ბექა თუ ამ წონაში ოთხეულშიც არ შედის რავი?მაგარი მწვრთნელი გუჯეჯიანი მაგრამ ამ დონის სპორცმენის უცებ ჩამოწერა არ მიმაჩნია სწორი მაისურაძეს რო ეჭიდავა ატოვინებდნენ ბექას ამ ტურნირს
ალიბეგ
22:08 05-06-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული