ღვინიაშვილის ოქრო და სულამანიძის ვერცხლი ზაგრების გრან-პრიზე [VIDEO]

AutoSharing Option
ზაგრების გრან-პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ოქროს, ხოლო ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ღვინიაშვილმა ფინალამდე ჩეხი დავიდ კლამერტი, ბერძენი თეოდოროს ცელიდისი, ფრანგი ფრანსის დამიე და იაპონელი კენტა ნაგასავა დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს სძლია.

სულამანიძემ ესტონელი გრიგორი მინასკინი, ყაზახი ნურლიხან შარხანი და პოლონელი პიოტრ კუჩერა დაამარცხა, ფინალი კი ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან წააგო.


აკრძალული ილეთის გამოყენების გამო ტურნირიდან გელა ზაალიშვილი (+100 კგ)
მოხსნეს. სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა სოფიო სომხიშვილმა (75 კგ) მონღოლ ადიასურენ ამარსახანთან წააგო.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე 5 მედალს დაეუფლნენ - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხალხო! ვისაც გაქვთ ინფორმაცია, გამაგებინეთ რატომ არსად არ
ჩანს საბა ინანეიშვილი, ხომ მშვიდობაა, თორემ გაილაღა ამ ნიდერლანდელმა.
გიზო რაჭველი
14:28 18-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული