გიორგი სარდალიშვილი აბუ-დაბის გრანდ-სლემის ფინალშია

AutoSharing Option
აბუ-დაბის გრანდ-სლემის პირველ დღეს ტატამზე 5 ქართველი წარდგა.

- 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალიშვილი ფინალში იასპარეზებს. ქართველმა ძიუდოისტმა გზად ებრაელი მატან კოკოლაევი, ფრანგი მაქსიმ მერლინი, თურქი სალიჰ ილდიზი და აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი ჩამოიტოვა. ოქროს მედლისთვის გიორგი იუნგ ვეის შეხვდება.

ამავე წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე ბრინჯაოს მედლისთვის სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდება.

თემურმა ნახევარფინალური დაპირისპორება იანგ ვეისთან წააგო, მანამდე კი ფრანგ რიშარდ ვერგნესის, ტაჯიკ მუსლიმბეკ კარიმოვსა და ინდოელ კუმარ იადავს მოუგო.

- 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ბინიაშვილი და გიორგი თუთაშვილი დასჯვნით
ნაწილში ვერ გავიდნენ.

ქალთა შორის -57 კილოგრან წონით კატეგორიაშუ ბრინჯაოს შეუტევს ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც ნახევარფინალური დაპირისპირება მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან წააგო, მანამდე კი იტალიელ ჯულია ჩაჯიანოს და ბრიტანელ ასილია ტოპრაკს მოუგო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული