23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტატამზე 9 ქართველი წარსდგა, მათგან 5 კი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

- 90 კგ-ში ნიკა ხარაზიშვილმა პირველობა არავის დაუთმო, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში უკრაინელი მარატ კრიჟანსკი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

- 100 კგ წონით კატეგორიაში კი ილია სულამანიძემ ტიტული დაიცვა და ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. ილიამ ფინალში უნგრელი ზსომბერ ვეგს ხელის მტკივნეულით სძლია.

+100 კგ წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 21 წლის ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელი იონას შრაიბერი შიდოების ხარჯზე დაამარცხა.

სამწუხაროდ,
-100 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ჯაფარიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ ენრიკო ბერგამელისთან დამარცხდა და მე-5 ადგილზე გავიდა, ასევე მესამე ადგილისთვის ბრძოლა დათმო სოფიო სომხიშვილმა, სოფიო მოლდოველ ოქსანა დიაჩენჩოსთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული