judoinside: ლეგენდარულმა ონო შოჰეიმ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
judoinside-ის ინფორმაციით, ონო შოჰეიმ კარიერა დაასრულა და ხელს მწვრთნელობას მიჰყოფს.

2-გზის ოლიმპიური ჩემპიონის გადაწყვეტილებით, მისთვის უმჯობესია, გაიაროს ოლიმპიური კომიტეტის სამწვრთნელო კურსები, ისწავლოს ბრიტანეთში და დაეხმაროს მომავალ თაობას მისსავით წარმატებული კარიერის მოწყობაში.

მოგეხსენებათ, იაპონელმა ჯუდოკამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ფინალში ქართველი ლაშა შავდათუაშვილი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა...

მსგავსი კალიბრის ძიუდოისტის დიდი სპორტიდან წასვლა, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია.

მოგებული ტურნირები:

ოლიმპიური თამაშები - 2016, 2020

მსოფლიო ჩემპიონატი - 2013, 2015, 2019

აზიის თამაშები - 2018

გრანდ სლემი - 2012 (ტოკიო), 2018 (დიუსელდორფი), 2018 (ოსაკა),
2019 (დიუსელდორფი), 2020 (დიუსელდორფი)

გრანდ პრი - 2015 (დიუსელდორფი), 2016 (დიუსელდორფი).

მიუხედავად ჩინებული მიღწევებისა, ონოს კარიერა ისე არ გამოვიდა, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მიზეზი ავადსახსენებელი გამუდმებული ტრავმიანობა გახლავთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დასანანია თუ წავა ისე რომ შავდათუაშვილს ანგარიშის გასწორების შანსი არ მიეცემა. იმის მიუხედავად რომ ძალიან ძლიერია
.
15 დეკემბერი 2022 23:03
1
წამოსულიყო ჩვენთან 50 წლამდე პირველი ნომერი იქნებოდა
shalva
15 დეკემბერი 2022 20:30
4
მწვრთნელობაც კარგია,მაგრამ ისეთი ვინ უნდა გამოზარდოს,ვინც მასზე ძლიერი იქნება?!იდეალური მოჭიდავეა და სამწუხაროა,მისი დიდ სპორტიდან წასვლა.ეტყობა რაღაც საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა.
სოსო
15 დეკემბერი 2022 17:59
0
ონომ იაპონიის ბოლო ჩემპიონატი წააგო, ამიტომ პირველი ნომერი აღარ იყო და სანამდე გააგდებდნენ თვითონ წავიდა. ასე, რომ ყველაფერს მოიგებდა პარიზის ოლიმპიადამდეო, შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ მანამდე იაპონიის ნაკრებში უნდა მოხვდეს და ეს ადგილი მას გარანტირებული აღარ ჰქონდა, ამიტომ გაცლა ამჯობინა.
ჟორა გაბრიჭიძე
15 დეკემბერი 2022 17:34
6
არა და ეს 4 წელი მინიმუმ კიდევ მოიგებდა ყველაფერს ამის მომგები არავინ იყო
shalva
15 დეკემბერი 2022 16:49
1

სიახლეები პოპულარული