"ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ტატო გრიგალაშვილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიხედვით, ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა სასიხარულო ფაქტზე კომენტარი გააკეთა:

"მოგესალმებით. ვარ ძალიან გახარებული, რადგან დავსახელდი ნომინაციაში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი. ეს ტიტული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მაძლევს საშუალებას, უფრო მოტივირებული ვიყო, უფრო მეტი შევძლო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.

ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, ჩემს პირად მწვრთნელს, ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებსა და მათ, ვინც უშუალოდ ამ ჩართულობაში იღებდა მონაწილეობას. მადლობა კიდევ ერთხელ".

შეგახსენებთ, ტატო ახლა ისრაელში
იმყოფება, წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალშია, სადაც აზერბაიჯანელ საიდ მოლაის შეხვდება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ !
ლაშა 19
23:11 21-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული