სულამანიძე ფინალშია, ღვინიაშვილი და მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ - შემაჯამებელი ტურნირის მესამე დღე

AutoSharing Option
დღეს, 22 დეკემბერს, ისრაელში წლის შემაჯამებელი ტურნირის მესამე საჭიდაო დღეს, ტატამზე საქართველოს სახელით 7 ქართველი წარდგა.

-90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე

-100 კგ - ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი

+78 კგ - სოფიო სომხიშვილი

-100 კილოგრამში ილია სულამანიძე ფინალში გავიდა და ნიდერლანდელ სიმონ კატარინას შეხვდება.

-90 კილოგრამში ბექა ღვინიაშვილი (ბრაზილიელ რაფაელ მასედოს შეხვდება) და ლუკა მაისურაძე (უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდება) მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ. შეგახსენებთ, თავდაპირველად -90 კილოგრამში ლაშა ბექაურიც დარეგისტრირდა, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გამოვიდოდა.

-100 კილოგრამში - ონისე სანებლიძე უზბეკ მსოფლიო ჩემპიონ მუზაფარბეკ ტურობოიევთან დამარცხდა. გიორგი ბერიაშვილი ასევე პირველივე წრეში გამოეთიშა ასპარეზობას. რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს, ქართული დელეგაციის კაპიტანმა პირველ წრეში ბრაზილიელი რაფაელ ბუზაჩარინის ბარიერი გადალახა, შემდეგ კი კანადელ კაილ რეიესთან დამარცხდა.

+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი რეპეშაჟში ფრანგ ლეა ფონტანესთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული