თუშიშვილი პარიზის გრან-სლემზე გამოვა

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზის გრან-სლემზე გურამ თუშიშვილიც იჭიდავებს.

შეგახსენებთ, საფრანგეთის დედაქალაქში წლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 4-5 თებერვალს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მონაწილეობას ლეგენდარული ტედი რინერიც მიიღებს, რაც მორიგ შანსს აჩენს, რომ მძიმე წონაში ქართულ-ფრანგული დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვნახოთ.

მოგეხსენებათ, გურამი და ტედი ერთმანეთს ბოლოს გორში შეხვდნენ, სადაც ჩვენებურმა იმარჯვა, თუმცა მოგვიანებით ქართველს გდება გაუუქმეს.

შემადგენლობა:

კაცები

-60 კგ თემურ ნოზაძე

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი

+100 კგ გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალები:

-57 კგ მარიამ ციხელაშვილი

-70 კგ ელისო სისაური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული