საქართველოს ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ილია სულამანიძე, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საბა ინანეიშვილთან (+100 კგ), ლაშა გუჯეჯიანთან (ნაკრების მთავარი მწვრთნელი) და მამა ბასილისთან ერთად ცნობილ ქართულ სიმღერას "შქმერის მთა გადავიარეს" მღერის.
შეგახსენებთ, ილია სულამანიძე -100 კილოგრამ წონით კატეგორიას 6446 ქულით ლიდერობს, საერთო ჩათვლაში კი მე-4 პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ 1-ელ ადგილზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილია, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ამ მომენტისთვის 9046 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა მოლდოველი ვიერუ დენისი (7305 ქულით), მე-3 პოზიციას კი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ, 6935 ქულა) იკავებს.