ისტორიული დღე! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილოსანია

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის გერმანიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა

მოიგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანმა

წააგეს - ეთერ ასკილაშვილმა, სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლები 4:2, ბრაზილიელები 4:3 დაამარცხეს, შემდეგ იაპონიასთან 1:4 დამარცხდნენ, რეპეშაჟში კი უზბეკებს 4:2 სძლიეს და ფინალურ ბლოკში გავიდნენ.

ფოტო: ჯუდოს დღიურები/Judo Diaries

altშესანიშნავია! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს

altისტორიული მსოფლიო საქართველოს ნაკრებისთვის! მამაკაცებში დამარცხებული იაპონია და სხვა მიღწევები

alt"მიყვარხართ! ვიომებ იქ სადაც ჩემს სამშობლოს

დავჭირდები" - ლაშა ბექაურის ემოციური წერილი
მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდებული შედეგია - ოქროს ტოლფასი. გოგების როლი უმნიშვნელოვანესი იყო. ეგენო, რომ არა მეორე ტურში ვერ გავიდოთ. პირველად ჩვენს ისტორიაში გოგონები მსოფლიოს პრიზიორები გახდნენ. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ყველას ვულოცავ.
gogig
14 მაისი 2023 20:23
0
გილოცავთ ყველას!!!
ბიჭებს ქება დიდება არ აკლიათ ხოლმე და მათგან ხანდახან შეიძლება ზედმეტსაც ვითხოვთ. მაგრამ მგონია, რომ მართლაც მეტი შეეძლოთ.
მაგრამ დღეს განსაკუთრებით გოგონები მინდა შევაქო:
გოგო ლიპოსგან თუ მეტნაკლებად ველით ხოლმე შედეგს, როგორ მოუმატა სოფომ და პატარა ეთომ.
პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გოგონების თავდადებით, ბოლომდე ვაჟკაცურად ეომეს ყველას, წაგებულ შეხვედრებშიც კი ვერავინ იტყვის არ იბრძოლესო. მონღოლები ხომ ფაქტიურად გოგონებმა დაამარცხეს.
მოკლედ მასე გააგრძელეთ, მაგრად მოემზადეთ ტატამზე იომეთ და ოლიმპიადაზე თავის მსაჯებიანად დაადუმეთ მეტოქეებს და თვენთან ერთად გავიხარებთ ჩვენც.

მადლობა და უფრო მეტი წარმატებები მომავალში.
ოთარი
14 მაისი 2023 20:23
0
მოკლედ, მთელს გუნდს უდიდესი და უკიდეგანო მადლობა ამ მსოფლიოსთვის. შეუდარებელი და დიდებული იყო უბრალოდ!
ალექს
14 მაისი 2023 19:54
0
უდიდსი წარმატებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული 6 ოქროს მედლიდან ორს რომ საქართველოში წამოიღებ -ფანტასტიკურია. ხოლო ის რაც ჩვემა გოგო-ბიჭების გუნდმა გააკეთა წარმოუდგენელი. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ძალიან დიდ გამარჯვებას, წინ პარიზის ოლიმპიური თამაშებია, გვჯერა თქვენი და გვინდა ეს აღებული ტემპი შეინარჩუნოთ და სიხარული მოუტანოთ მსოფლიოს ერთ პატარა მაგრამ უძლიერესი ხალხით დასახლებულ ქვეყანას, რომელსაც საქართვბელო ჰქვია.
გუკა
14 მაისი 2023 22:36
2
აუჰ ამათ ვენაცვალე მე! ყველას გილოცავთ ხალხო,უამრავი ასეთი გამარჯვება ჩვენ!
გეგი
14 მაისი 2023 19:53
0
ბრავო, ჩვენს საამაყო ძიუდოისტ გოგო-ბიჭებს! უდიდესი წარმატებები მომავალშიც!
ვახო...
14 მაისი 2023 19:51
0
მადლობა ასეთი წარმატებისათვის. გილოცავთ ყველას და წარმატებას გისურვებთ.
ცალკე გოგონებს პერსონალურად მინდა მადლობა მოვუხადო. ვაჟებისაგან განებივრებყლი ვართ და უკვე გოგონებიც იწყებენ ჩვენ გახარებას, რაც ძალიან სასიხარულოა.
G.LA
14 მაისი 2023 22:09
0
თქვენ გაიხარეთ მაგარო და პატრიოტო გოგო-ბიჭებო,მთელ მსოფლიოს დაანახეთ ქართული სული და გული. დიდი მადლობა მთელ შტაბს.( ეტყობა ნაცები არ შემოხეტებულან, არავინ ილანძღბა)
LIVERPOOL
14 მაისი 2023 21:42
9
დიდება საქართველოს!!!!!!!!!!!!! ბრავოოოოო!!!!!!!!!!
Lebron
14 მაისი 2023 21:46
0
ქალთა ძიუდო სერიოზულადაა გასაძლიერებელი
ზურა
14 მაისი 2023 23:13
1

სიახლეები პოპულარული