უნგრეთში მიმდინარე მასტერსის მეორე დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ფინალურ ბლოკში იჭიდავებენ, სამივე მათგანი მესამე ადგილის მოპოვებას შეეცდება.
გრიგალაშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ გილერმე შმიტთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ტატოს მეტოქე იაპონელი კენია კოჰარა იქნება.
-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი დაუპირისპირდებიან.
ლაშამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კუბელი მაგდიელ ესტრადა და გერმანელი იგორ
ვადტკე დაამარცხა, მეოთხედფინალში უზბეკ მოროდჯონ ოლდოშევთან წააგო, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, იქ კი კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დაამარცხა.
რაც შეეხება გიორგის, ნახევარფინალამდე უზბეკი ობიდხონ ნომონოვის, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვისა და მოლდოველი პეტრუ პელივანსის ბარიერი გადალახა, ნახევარფინალში კი ტაჯიკ ბეჰრუზ ხოჯაზოდასთან წააგო.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.