საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰააგაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა 4:1 დაამარცხეს მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები და მას შემდეგ, რაც გუნდური ჩემპიონატები შერეული ფორმატით ტარდება, პირველად გახდნენ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები.

ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თამაზ კობერიძე, გიორგი ბადუაშვილი, ნინო ლოლაძე, ნინო პაპიძე, ეთერ ასკილაშვილი, კოტე კაპანაძე, შალვა გურეშიძე და გიორგი ტერაშვილი.

ტურნირზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ოქროს მედლები თენგიზ ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ შეიძლება ძიუდოს ცოტა მეტი ყურადგება დაუთმოთ? ყველაზე წარმატებული სპორტია საქართველოში...რა წაიგეთ ტვინი ამ ქართული ფეხბურთით..მარტო ნერვების შლაა და მეტი არაფერი
ბოლოკა
13 სექტემბერი 2023 04:44
0
არ გავან საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს :)
პაატა
11 სექტემბერი 2023 11:52
2
სამაგიეროდ ძიუდოს ნაკრები ჩვენი ფეხბურთელების მსგავსნი ჰყავთ!...
ლაშა
11 სექტემბერი 2023 12:56
3
გილოცავთ. ძიუდოში თაობათა ცვლა ბრწყინვალედ მიმდინარეობს!
ლაშა
11 სექტემბერი 2023 11:24
0
ასეა რა ძმაო. გაესპანელებულ ქართველის სახელი ესპანეთში ქუჩას მიენიჭა. ესპანეთი კი ძიუდოში რბილად რომ ვთქვათ დიდი ვერაფერია, აი ფეხბურთში კი ლათინოამერიკელების, განსაკუთრებით ბრაზილიელების და არგენტილების მოწვევით არამარტო ჩემპიონატის დონე აამაღლეს, არამედ საკუთარი სტილი დახვეწეს და მსოფლიო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებიან. ჩვენ კი 30 წელი ერთ წრეზე ვტრიალებთ სამწუხაროდ!
ახლაღა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა მდგომარეობა და კვარამ ერთგვარად გაუკვლია გზა ქართველ ფეხბურთელებს, მაგრამ ვაი რომ ჩვენს მეტოქეებს გაცილებით გრძელი სათადარიგო სკამი აქვთ...
ლაშა
11 სექტემბერი 2023 11:23
1
გილოცავთ, კიდევ მრავალჯერ მომელოცოს, წინსვლას და გამარჯვებებს გისურვებთ!!!!
Maximus
11 სექტემბერი 2023 09:14
0
გაუმარჯოს ჯიუდოს ნაკრებს,ვულოცავ მთელ საქართველოს ბრწყინვალე შედეგს, წინ საქართველო!!!
DD
11 სექტემბერი 2023 07:16
0
გენაცვალეთ!
კოტე
11 სექტემბერი 2023 07:07
0

სიახლეები პოპულარული