ბაქოს გრან სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა - ის მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.
სულამანიძემ ბაიმირატ მაიანოვი (თურქმენეთი), ეშლი გონსალესი (რუმინეთი), ისლამ ბოჟბაიევი (ყაზახეთი) და ნიაზ ბილალოვი (რუსეთი) დაამარცხა, ფინალში კი პიოტრ კუჩერას (პოლონეთი) 43 წამში იპონით სძლია.
დღეს ტურნირზე მედლების მოპოვება ვერ შეძლეს ბაქარ ერაშვილმა (90 კგ), აკაკი ჯაფარიძემ (90 კგ), ონისე სანებლიძემ (100 კგ), გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), შალვა გურეშიძემ (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (78 კგ).
შეგახსენებთ, ტურნირზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინაჯაოს მედალი მოიპოვა.