გრიგალაშვილი ოქროსთვის, გოჩილაიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღე

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 3 ძიუდოისტი წარდგა. მათგან -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ფინალში იასპარეზებს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვს შეხვდება.

ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის სომონ მახმადბეკოვს დაუპირისპირდება, ახალგაზრდა ძიუდოისტი ნახევარფინალში ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა. 

-63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს არბუზოვი მგონი დამარცხებული ყავს გრიგალაშვილს, მაგრამ ძალიან უხერხული მოჭიდავე კი არის! ჯორივით დადგება და არ იძვრის! მიდი და წააქციე, თუ ჯანი გაქვს!
მწვრთნელი
21 მაისი 2024 16:23
0
ძალიან აკადემიურად იჭიდავა გრიგალამ! ტაჯიკი გაუძალიანდა ცოტას და ეგ იყო! ვფიქრობ ფინალში უნდა დაიხარჯოს მთლიანად ვინც არ უნდა შეხვდეს! სხვანაირად არ გამოვა!
მწვრთნელი
21 მაისი 2024 16:08
1
კარგი რა , გოჩილაიძე ! კარგი რა !
არ დაბეჭდოთ , გულს ვიოხებ...
ეეეჰ... კაი ბიჭი ხარ, მარა
21 მაისი 2024 16:06
0
100-მილიონიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსებს და მათ პატრონებს ნამუსი რომ ჰქონდეთ, ამ ასპარეზობებს პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ.

არსენ, გენაცვალე, შენგან მრავალი წელი მხოლოდ ოქრო გვინდა!
მანფრედ კალცი
21 მაისი 2024 15:59
1
ტატოს გამარჯვება ფინალში
ბეჟან
21 მაისი 2024 15:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული