გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარდგნენ. გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუფოვს სძლია.

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

სოფიო სომხიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს
ჩემპიონატზე ორი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვერცხლის (გურამ თუშიშვილი) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ვაჟა მარგველაშვილი) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. 

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მალე იღლება გურამი. ამაზე უნდა იმუშაოს. მშვენიერი იყო ბაშაევთან, კორეელთან არ იცოდა როგორ უნდა ეჭიდავა.
მეტი შრომა და ვარჯიში
23:59 23-05-2024
1
ამ ბაშაევს კი უგებს, მარა ტასოევს ვერ უხერხებს ვერაფერს.
ეეე
17:56 23-05-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული