ეთერ ლიპარტელიანი რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობს.

ლიპარტელიანი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო, ჯერ  დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს, შემდეგ კი კი უზბეკი შუხურჯონ ამინოვას სძლია.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში ეთერი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს შეებრძოლება.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ლაშა შავდათუაშვილიც წარდგა, თუმცა პირველ წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია, მაგრამ არ დაგვავიწყდეთ, რომ ეთო ქართული ქალთა ძიუდოს ტრადიციების გამგრძელებელი კი არაა, არამედ თვითონ უყრის ამ ტრადიციებს საფუძველს, ამიტომ ორ ოლიმპიადაზე ორჯერ ბრინჯაოსთვის ჭიდაობა დიდი წარმატებაა. მით უმეტეს ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.
ჟორა გაბრიჭიძე
21:38 29-07-2024
0
რაო?სად გადაინაცვლაო? :)
rao?
20:19 29-07-2024
0

სიახლეები პოპულარული