ბექაურმა ფინალში იაპონელი საშირო მურიო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. თავიდან ვაზარით ლაშას მეტოქე დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ლაშამ იაპონელს მეოთხედ სძლია, საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.
ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს კი დამატებით დროში მოუგო.
საქართველოს დელეგაციამ ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოიპოვა - ვერცხლისპრიზიორი გუშინ ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა.
ბექაურმა მოსახლიშვილს მოუგო და ფინალში გავიდა
იპონით წუთზე ოდნავ მეტში - ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია!