ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოში ფრანგმა ტედი რინერმა (+100 კგ) ოქროს მედალი მოიგო. ის სარეკორდო მეოთხედ გახდა (ერთხელ გუნდურში) ოლიმპიური ჩემპიონი და კარიერა მორიგი გამარჯვებით დაასრულა.

რინერმა ფინალამდე არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომაროვი, ქართველი გურამ თუშიშვილი და ტაჯიკი ტიმურ რახიმოვი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მსოფლიოს ჩემპიონს, სამხრეთ კორეელ კიმ მინ ჩჟონს იპონით სძლია.

დარბაზში შეკრებილი მაყურებელი მათი კერპის გამარჯვებას აღფრთოვანებული შეხვდა.

ბრინჯაოს პრიზიორები რახიმოვი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი გახდნენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ შეიძლება დაზუსტებული ინფორმაცია მოგვაწოდეთ -მესამეთ გახდა ჩემპიონი, ერთხელ ფინალში დამარცხდა..
rable
22:15 02-08-2024
0
არ გავკარით მაგის ჩემპიონობას? თუშისთან მაგრად გაიბანძა თავი.
ასეა!
21:33 02-08-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული