ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს.

ის ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ხოლო მასთან მყოფმა პირებმა მის ძმას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

გარდა ამისა, დათუნაშვილი სხვა პრობლემებსა და უსამართლობაზეც საუბრობს, რომელიც ხდება ჭიდაობის ფედერაციაში.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს 2019 წლის პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 87 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილის შორის ჩხუბითა და არეულობით დასრულდა.

შედეგად, დათუნაშვილი შეჯიბრიდან მოხსნეს, ხოლო გამარჯვებულად კობლიაშვილი გამოცხადდა.

გთავაზობთ დათუნაშვილის განცხადებას უცვლელად:

"გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში, მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაგიხადოთ როგორც ზოგადად, ასევე ბოლო დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის. ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თქვენი წერილი და გამამხნევებელი სიტყვა მაძლიერებს და ვხვდები, რომ არ მაქვს უფლება, იმედი გაგიცრუოთ, ან სიტუაციაში არ გაგარკვიოთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ვეტერან მოჭიდავეებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და მიცხადებენ მხარდაჭერას.

ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.

მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემს უახლოეს მეგობარ რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა, როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში, დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება.

აქვე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

კითხვები გამიჩნდა ზემოთ ნახსენებ მსაჯთან. ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემს ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი.

მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის. ჩემსა და კობლიაშვილის გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ. უფრო მეტიც, ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია, ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს.

ჭიდაობის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ჩემსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა. მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი.

საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს, შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე ტრენერი, რითაც შემდეგ პრემიალური თანხების წილში უჯდებიან მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს. ასევე, აღმზრდელი მწვრთნელები საკუთარ მოსწავლეებს თავადვე უგზავნიან ფედერაციის სამწვრთნელო შტაბს, რაც არის ჭიდაობისთვის დამღუპველი გარემოება.

აღნიშნული ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული, პირდაპირ ეუბნება სპორტსმენებს, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მოიგებენ ვერც ერთ შეხვედრას და შესაბამისად, ვერ მოხვდებიან ვერანაირ საერთაშორისო ტურნირზე.

ჩემმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ მე თავად ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დღიდან საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ მაქვს გამოტოვებული და არასდროს მქონია ამბიცია და მოთხოვნა, ჩემი ტიტულების გამო ვყოფილიყავი წონის უპირობო პირველი ნომერი. მიმაჩნია, რომ ყოველწლიურად სწორედ შიდა ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია და ყველას გვქონოდა თანაბარი შანსი.

თუმცა ბოლო პერიოდში, ზემოთ ნახსენები დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, ფედერაცია სპორტსმენებს გვართმევს შესაძლებლობას, ხალიჩაზე სამართლიან დაპირისპირებაში გამოვავლინოთ საუკეთესო. გასულ ზაფხულსაც ჩემი სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების მიზეზი გახდა სწორედ მათი არასამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ, სულ სხვა წონაში ცდილობდნენ დაეჩაგრათ ის, ვინც არსებული წესით იმსახურებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას და მის მაგივრად ჩაესვათ საკუთარი მოსწავლე.

მწვრთნელების გაღიზიანება გამოიწვია ჩემ მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ არ მომხდარიყო სპორტსმენების ამ ნიშნით არჩევა და ზოგადად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ უნდა ჰყოლოდა პირადი მოწაფეები, რადგან ეს ბუნებრივად ტოვებდა არასამართლიანი დამოკიდებულების განცდას სპორტსმენებში.

მინდა, ნაკრების წევრებს, რომლებიც გასულ ზაფხულსაც და ახლაც დამიდგნენ გვერდში და მიცხადებდნენ მხარდაჭერას, მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს ფედერაციაშია არ მოსწონს არავის და მინდა ყველას ვთხოვო, არ შეეშინდეთ ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის.

ასევე მინდა მივმართო იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ართმევენ თავიანთ გაზრდილ მოსწავლეებს და სხვა მხრივაც ბევრი კუთხით ავიწროებენ, ისაუბრონ ამ თემაზე.

მინდა მივმართო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჭიდაობის ფედერაციიდან და მათ ნაცვლად დაასაქმეს გაურკვეველი ხალხი, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ჭიდაობის სამყაროსთან, ისაუბრონ ამ თემაზე ღიად.

მინდა აღვნიშნო, რომ ნახსენები პრობლემები არის მხოლოდ იმ უსამართლობების ზედაპირი, რაც ფედერაციაში ხდება. სიღრმეებში ჩასვლისა და საჯაროდ ყველა დეტალის განხილვისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა მინდა ზემდგომ ორგანოებს - სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის დეპარტამენტს ვთხოვო, დაინტერესდნენ ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებით და გაერკვნენ სიტუაციაში დეტალურად, რადგან ბევრი მოჭიდავისა თუ დამსახურებული მწვრთნელისთვის აუტანელია ის გარემოებები, რაც ხდება.

მინდა, ცალსახად გავუსვა ხაზი, რომ ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი და არასდროს არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილება არ მიმიღია, ჩემი საქმიანობა ყოველთვის შემოიფარგლებოდა სპორტითა და ვარჯიშით და ამჯერადაც, ერთადერთ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ფედერაციას ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორსაც იმსახურებს ჭიდაობა და რომელიც შეგვიქმნის ჯანსაღ გარემოს სპორტსმენებს.

მიმაჩნია, რომ ამდენი დუმილი მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე და მივიღებთ იმაზე უფრო წარმოუდგენელ სიტუაციებს, რაც მოხდა 11 იანვარს, ქვეყნის მთავარ სპორტულ დარბაზში.

როგორც იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა დაინახა, ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე დაუფარავად ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება მისთვის არასასურველ პერსონებს, ასეთი კი ნებისმიერ დროს ნებისმიერი სპორტსმენი თუ მწვრთნელი შეიძლება გახდეს.

მინდა ყველას, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, გულშემატკივარს, ფედერაციის ზემდგომ ორგანოებს მოვუწოდო, დავდგეთ ერთად და ჭიდაობის სამყაროში დავასრულოთ ის განუკითხაობა, რაც სუფევს.

ახლა კვლავ დუმილი არის დამღუპველი, ახლა გაჩუმებით ფაქტობრივად იმ მეთოდებზეც მწვანეს ვუნთებთ, რაც ჩემ მიმართ ამდენი გულშემატკივრის თვალწინ უკვე გამოიყენეს. აქამდე მიგვიყვანა სწორედ ამდენმა დუმილმა და ერთმანეთის ლოდინმა, რომ საჯაროდ ვინმე სხვა იტყვის, რომ ჩვენს პრობლემებზე ვინმე სხვა ისაუბრებს. ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ ჩვენ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ჩვენ. პრობლემებზე საუბარი არაა სირცხვილი.

სირცხვილი არის უსამართლობასთან შეგუება. დღეს გაჩუმება ნიშნავს ამ კლანური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რამაც შესაძლოა სავალალო და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ჭიდაობის მთელ ოჯახს მოვუწოდებ, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ, ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა, რათა ჭიდაობა დაუბრუნდეს ისევ ჩვენს სამყაროს და გათავისუფლდეს იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც დიქტატურული მეთოდებით მართავს მას", - წერია დათუნაშვილის განცხადებაში.

Video

ხელჩართული ჩხუბი სპორტის სასახლეში და ფრაგმენტი შეწყვეტილი რეპორტაჟიდან, რომლის შემდეგაც არეულობა დაიწყო

TINTO BRAS
ზურა !! მართალი ხარ და ბოლომდე მიაწექი შენს სიმართლეს ეგრე ჯიგრულად, ხალხმა ყველაფერი დაინახა და შენს გვერდით არის!! არ დაიხიო უკან და არ აპატიო, თორემ შენც იმათნაირი გამოხვალ!!!
ვაჟა
სამართლიანად და ობიექტურად განსჯი ზურაბ. იმედია, ყველა თავმოყვარე სპორტის მესვეური ხმას აიმაღლებს და ქართული სპორტის ღირსეულ კალაპოტში მოქცევას მხარს მია\შველებს
გიორგი ჯან
გვარს ნუ არცხვენ, ან პოლიკაში იყავი, ან სპორტში დარჩი, როგორც ეტყობა ორივესათვის ტვინის სიმძლავრე არ გყოფნის.
გრცხვენოდეთ პროვოკატორები!
კადრებიდან ჩანს დათუნაშვილი 5 წუთის განმავლობაში ხალიჩაზე არავის ემორჩილება. არც მის მწვრთნელს, არც მსაჯებს, მისი ძმა კი ხალიჩაზე ყვირიილით ამორბის. ეს ნორმალურია ?! რაში აწყობდა ვინმეს მისი დაჩაგვრა? თუ ძლიერია და მსოფლიოდან მედალს ჩამოიტანდა? მსაჯების გადაწყვეტილებაში ხალიჩაზე ვერავინ ჩაერევა. შემდეგ შეეძლო გაეპროტესტებინა ფედერაციაში როგორც წესია ისე. იქ სხდომაზე კი ყველა ერთად მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას.ფაქტია ამ ფედერაციამ წესრიგი დაამყარა,დიდი შედეგები დადო საერთაშორისო სარბიელზე და ეს არ მოეწონათ ზოგიერთებს. გრცხვენოდეთ პროვოკატორებო!
დავითი
ეხლა მაინც ნუ გაამტყუნებთ ქართველებს, რომლებიც უცხოეთის ქვეყნებში მიდიან და იქ ხდებიან ჩემპიონები. სხვათა შორის ის "უცხოელი ქართველები" ხშირად ამარცხებენ "ქართველ ქართველებს" და რატომ ხდება ეს უკვე გასაგებია. ჩვენი გამოსწორება არ იქნება ჩვენ საბჭოთა კავშირში დაბადებულებმა ფულის შოვნის მინიმუმ 1001 ხერხი ვიცით.
tngh
წამქეზებელი ბევრია... კომენტარებიდან ნათლად სჩანს. მტყუან-მართალის ძებნა ეხლა ფრიად ძნელია. თითქმის შეუძლებელიც.
euhh
აქ უმრავლესობას თუ უმცირესობას არ ვიცი...წერილის ავტორი უფრო გაინტერესებთ ეს ბიჭია თუ არა თუ ისრომ ამ წერილში რაცწერია სიმართლეა თუ არა?!
123456
კორცხელიიიიი
tngh
დამღუპველი ის არის, რაც ეხლა ძიუდოში და ჭიდაობაში ხდება. სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს ამ დაპირისპირების დარეგულირებაში ცნობილი, მსოფლიო დონის ვეტერანები. ურთიერთ დათმობა, კომპრომისი და შერიგება!!! ნუ გავახარებთ ჩვენი დაპირისპირებით მეტოქეებს!!!
გია
არა ვარ პროფესიონალურად ჩახედული ამ საკითხებში, მაგრამ ეღი რამე ვიცი კარგად, რომ ჭიდაობა არის ჩვენი სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი და თუ ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილების მოხვეჭაზეა ლაპარაკი მით უმეტეს. ამას მოფრთხილება უნდა. ამას დისციპლინა უნდა. ამას არამარტო მოჭიდავეების არამედ მმართველი ბირთვის (ფედერაცია, სამინისტრო) ადამიანური პროფესიონალური რესურსი უნდა. თუ ამას არ მივხედეთ გაიზრდება იმ სპორტსმენების რიცხვი, რომლებიც სხვა ვეყნების სახელით გამოდიან და აბორიგენებზე მეტი მიღწევა აქვთ. დროზე შემოვკრათ ზერები და საქმეს მივხედოთ. ლაპარაკში იცოცხლე ყველა მაგრები ვართ.
gizog
მე არ ვიცი რა მოხდა იქ და საეღტოდ ვინ რას იმსახურებს, მაგრამ ვიცი, რომ არჩეულმა კაცი როგორ უნდაიქცეოდეს და რა მოეთხოვება ეს კი ყველამ უნდა იცოდეს.

სასაცილო ხარ.ან გეგეშიძეების სასტავიდან ხარ ან საერთოდ არ გიყურებია ფინალი.მეორე კიდევ დათუნაშვილი და არა დათუნაიშვილი.შენ სათაურს რომ მწირი სიმართლე დავარქვათ ხომ სხვა აზრი ექნება.ისე მწირი უფრო მოუხდებოდა
ლაშა
დარწმუნებული ვარ რაც ამ წერილში წერია ძირითადად სრული სიმართლეა, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს წერილი ამ კაცის დაწერილი არ არის და ეს პროცესი მართულია. ყველა მოძალადე კი უნდა დაისაჯონ უპირობოდ!
მწარე არა////
შენ ეტყობა იმ მოწინააღმდეგე კლანურ მხარეს ხარ მეგობარო და რაღაც აბსურდებს წერ. რაც ამ კაცმა ჩამოთვალა ან იმ ბრალდებებზე გაეცი პასუხი ან ტყუილად ნუ ჯღაბნი მართლა.
Pentsalari
ის ორი მსაჯი ვინც ქულა ჩაუთვალა, ეგენიც პროვოკატორები არიან? მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? და საერთოდ, წაგება მოგება რა შუაშია, კაცს დაესიენ და დაასისხლიანეს... რაზე ლაპარაკობთ საერთოდ. ფედერაციის პრეზიდენტი რომც არ იყოს ამ ყველაფრის მონაწილე, ასეთი ბარდაკის დაშვებისთვისაც გადასაყენებელია.
მწარე სიმართლე
დათუნაიშვილს რომ ძლიერი მეტოქე არ გამოჩენოდა ადვილად გავიდოდა და მორჩებოდა კინო. ადრეც დამარცხდა, ეხლაც აგებდა დაიბოღმა და წინასწარ დაგეგმილი პროოკაცია მოაწყო.(გეგმა ბ)(დამარცხების შემთხვევაში). ჩემო კარგო მთავარია ჭიდაობაში კი არა კაცობაში უნდა იყო ჩემპიონი! ეს შენ არიცი და არც ვინმე გყავს გვერდით რომ ეთქვა შენთვის. ერთნაირმა ხელმოცარულებმა ინტრიგანებმა, უღირსებმა მოიყარეთ თავი და ჯღაბნით რაღაცეებს. ვინ გკარნახობდა ამ წერილს............
ლევანი
შენ ქურდობა ხო არ გინდა ძმაო, რა ლაპარაკია ჭორაობსო. ყველას წყალი რო აქ ჩაგუბებული პირში იმიტომ ვართ კარგ დღეში...
ლევანი
რა სამარცხვინო ხარ, ვიღაცა ხარ...
სადაა ლოგიკა
თუ ასეთი უსამართლობაა ჭიდაობის ფედერაციასში, რატომაა ასეთი საუკეთესო შდეგები საერთაშორისო სარბიელზე რომელიც ისტორიას არმოსწრებია?! სადააა ლოგიკა !!!!!

მტყუან-მართალი რომ არ ვარჩიოთ ერთი რამ ცალსახაა: ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყებნებს მოჭიდავეს, თანაც ჩემპიონატზე მაყურებლების თვალწინ და ბლაგვ საგანს ურტყავს თავში, უნდა გადააყენონ და საერთოდაც პასუხისგებაში მისცენ. სისხლის სამართლის კოდექსში ხომ არის მუხლი რომლის დარღვევისთვისაც ნებისმიერ მოკვდავს პასუხისგებაში მიგვცემენ და ამ კაცზე რატომ არ არის აღძრული საქმე?
გოგა
კორცხელი კალაძემ შეუკვეთა და ვინ დასჯიდა თუმცა ერთ დღეს დადგება ამ ვირთხის დასჯის დღეც და ყველა ამისთანებიც. ჭიდაობა ვაშკაცური სპორტია და ამდენი ნაბიჭვარი ერთ კაცს რო დაესხით თავს წარმომიდგენია რა ადამიანები ხართ. ადმინ კალაძის ხსენების გამო ესეც არ დამიბლოკო
Pentsalari
არაკაცობაა კაცს ამდენი დაესიოს და თან ბლაგვი საგნები ურტყან თავში. წაგების სხვაზე დაბრალებაზე საერთოდ არაა აქ საუბარი. ეგ გეგეშიძის ვითომ "ვაჟკაცები" ბეზპრედელშიკი შანტრაბაა, არც ნამუსი, არც კაცობა, არც ღირსება...
გიორგი ჯანიკაშვილი
ამდენი ,,დისლაიქი" გამოიწვია მხოლოდ ზედმეტმა ასო-ბგერა,,ც"-მ.აბა სცადეთ,იქნებ თავადაც იპოვნოთ ?
1
შენ გენაცვალე ზურა გულში.ვინც ამ ბიჭს იცნობს ძალიან კარგად იცის როგორი ვაჟკაციცაა.ერთადერთია ვინც ამ ზონდერებს შეეწინააღმდეგა.დარწმუნებული ვარ გვერდში დაუდგებიან დანარჩენი ბიჭებიც.ვიცი რომ ვეტერანებიც გვერდში ჰყავს და რაც უწერია 100% სიმართლეა ყველა სიტყვა.შენს გვერდით ვარ პირადად მე და დარწმუნებული ვარ ნამდვილი სპორტსმენი და სპორტის მოყვარული შენს გვერდით დადგება.მოღალატეება ეძახით ხოლე სპორტსმენებს ვინც სხვა ქვეყნის სახელით გამოდის,არაერთხელ ჰქონდა ზურას შემოთავაზება სხვა ქვეყნიდან,მაგრამ ის ნამდვილი გუნდის კაპიტანია და დარჩა საქართველოს ერთგული.წარმატებები ამ და სპორტულ ბრძოლაში ზურა.ღმერთი იყოს შენი მფარველი და სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს.
გიორგი ჯანიკაშვილი
კორცხელში მომხდარი ძლადობა,რომელიც ხელისუფლების დაკვეთით ჩაიდინეს გეგეშიძეებმა, რომ დაგმობილიყო და მთელი ხროვა სათანადოდ დასჯილიყო ასეთი სავალალო სიტუაცია არ შეიქმნებოდა.სამწუხაროდ საქართველოსთვის მედლებისმომტან სპორტის სახეობებში ხდება ის,რაც მხოლოდ რუსებს აძლევს ხელს.თუ მსჯელობას გავყვებით,თვალნათლივ დავინახავთ,რომ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია კრიმინაური ელემენტების აქტიური ჩართულობა სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო პროცესებში.ბოლო არჩევნები ამის მეტყველი დადასტურებაა.უმორჩილესად გთხოვთ სტატიას ნუ დაბლოკავთ;ბოლოსდაბოლოს სიმართლის თქმა თუ საქმის მთლიანად გაფუჭების შემდეგ დავიწყეთ,მოგვიტანს დაგვიანებული ვაი-ვიში?
Ss
Caage da yvelapers kadrulob. Dabrale sxvebs sheni cageba sxva ra dagrhenia iqorave exla
Sg
Rogor iqceva shejibris dros garbis leibidan aginebs msajebs da mis dzmas raupleba aq romivarda msajebs. Magis gulistvis cema kiara saertod unda aekrdzalos hidaoba.
Gio
გეტყობა ვის გუნდშიც ხარ! საქმეს მიხედე საქმეს!
Irakli
იმედია სპორტის მესვეურები და საგამოძიებო ორგანოები არ მოიყრუებენ თავს და ყველანი გავიგებთ რა ხდება.
ნინია
ტონინოს კომენტარს რატო აქვს ამდენი დისლაიქი ვერ მივხვდი, ან მე ვერ გავიგე კომენტარის აზრი..., რავიცი, რავიცი... არადა მართლა მისასალმებელია სპორტსმენს რომ ასე გამართულად წერა შეუძლია.
qomagi
aseti samrzxvino faktebi mxolod sakartveloshi tu moxdeba, am kvekanas ar hkavs patroni arz sportshi da arz sxvagan da ra gasakviri unda ikos, rom kartvelebi sxva kveknis saxelit igeben medlebs)))am bichis imedi klasikosebshi kvelaze metad mkonda, turme ashkarad ar chagraven(((((
Gulis tkivili
აქამდეც რო გამოგეტანათ საჯაროდ ეს ყველაფერი კაი იქნებოდა.მარა სრულ ჭეშმარიტებას ლაპარაკობს.და ეს ერთი და ორი წლის ამბავი არარის.და არც მარტო კლასიკებს ან თავისუფლებს ეხებათ.წლებია იგივე სიტუაციააძიუდოშიც.გაზრდილ სპორცმენებს ითვისებენ.იძულებულებს ხდიან რო მწვრთნელი შეიცვალონ და სხვა გუნდების სახელით გამოვიდნენ.მარა ხმას არავინ იღებს იმიტო რო ერთი დიდი მაფიაა ყველგან.
bajo
მიმარტე პროკურატურას დატო კანონი გაარკვევს და დასჯის დამნასჰავეებს.კორცხელი უმაგრებს ზურგს გეგესჰიზეებს
kakakakaka
რა მიკვირს იცით? ამხელა პრობლემაა და ხმის ამოღება სირცხვილად რატომ ითვლება? ფედერაციაში ძალიან ბევრს სცოდავენ , და ეს ფაქტიც ამისი ლოგიკური გაგრძელებაა, ის რომ ადამიანს გიჩნდება პროტესტი იმაზე,რომ უსამართლოდ მოგექცნენ ნორმალურია და ასეთი ფორმით ფედერაციის პრეზიდენტის ჩარევა მიუღებელია, სადაც ასეთ შემთხვევებში ქონია დიდი გავლენა გამორიცხული არ არის სხვა შემთხვევებშიც ჰქონოდა ბევრ რამეზე გავლენა რაც ორგანოების გამოსაძიებელია, საერთოდ ვფიქრობ რომ მცირე სტრუქტურა უნდა შეიქმნას კომერციულ მოსყიდვების და ფედერაციებს შიგნით გახშირებული კონფლიქტებისთვის ყურადღების მისაქცევად იმიტომ რომ მგონია ესეთი ფაქტები კიდევ ბევრი მოხდებოდა და მოხდება , არა მარტო აქ სხვა ფედერაციებშიც ... მადლობა
ზურა
მოკლედ ყველა სფეროში ერთიდაიგივე პრობლემებია, ნეტა თუ მოვერევით ოდესმე? რაც შეეხება დათუნაშვილს და მის გამბედაობას, დიდი მადლობა ამისთვის, ერთი ათად ამაღლდი როგორც პიროვნება ჩემს თვალში, როგორც სპორტსმენი ხომ ისედაც შეუდარებელი ხარ! იმედია კიდევ არიან გამბედავი და სამართლიანი ადამიანები ჭიდაობაში და ხმას ამოიღებენ, რომ სიმართლემ და პატიოსნებამ იმარჯვოს და არა ძალადობამ, კორუფციამ თუ კრიმინალებთან დაკავშირებულმა ადამიანებმა! ნუ გახდებით თქვენც დამნაშავეების ხელის დამფარებლები, ესეც არანაკლები დანაშაულია! ამოიღეთ ხმა და გვითხარით ეს კაცი იტყუება თუ არა!
დათო
ეს ძმები გეგეშიძეები ჩვეულებრივი ნაძირლები არიან და მოსაშორებლები. იმ პატარა ძმამაც სამეგრელოში საწყალი გლეხები სცემა და შერჩა. ციხეში უნდა დაალპო ეს ნაძირლები
erekle
რავა ქალივით ჭორაობს ვის არ უჩხუბია თუ მასე გინდა ბიძია წადი იჩივლე ჭორაობას დანებე თავი ვინ დაგაწერია მაგ ტექსიტი იმას საღოლ ოსკარი ექუთვნის წლის სცენარისტია

აქ ეტყობა ნამეტანი თავისუფლებაა და იმიტომაც ხდება ასეთი ანგარიშსწორება. არც არაფრის შიში აქვთ. სირცხვილზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, ღირსებაც კი არა აქვთ. თუ ასეთი ქმედებები დაუსჯელი დარჩა, მალე ამ ფედერაციას სპორტთან საერთო არაფერი ექნება
ტონინო
ესე გრამატიკულად გამართული და აზრობრივად დალაგებული ტექსტიც თუ შენი მოფიქრებულია მთლად ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ შენ!
wweeww
რა კაი წერა სცოდნია, რა უნდა ამას ჭიდაობაში
კოლი
არ გავს ეს ბიჭი შტერს! აშკარად აზროვნებს და იცის პრობლემის შესახებ, გამბედაობაც ყოფნის ამაზე ხმამაღლა ისაუბროს. დავუდგეთ გვერდით და ვუსურვოთ წარმატებები ყველ კარგ საქმეში!
პეტრე
დათუნაშვილის მონაყოლი სცილდება სპორტულ პრობლემატიკას და საჭიროებს საგამოძიებო უწყებების მხრიდან სრულყოფილი გამომოძიების ჩატარებას. თუ აღნიშნული ფაქტები დადასტურდა(განსაკუთრებით ყურადსაღებია პირადი მწვრთნელებთან დაკავშირებული ფაქტები) გაგეშიძეები და ამ ამბებთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილი პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს
"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"მუდმივად სირენების ხმა ისმის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს" - ობლაკი პსჟ-სთან მატჩის წინ
[VIDEO] შენგელიას მორიგი კარგი მატჩი - "ვირტუსმა" "ბრეშა" მეორე მატჩშიც დაამარცხა
მესის "ინტერ მაიამი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში "ალ აჰლის" დაუზავდა
დღეს კვარაცხელია "ატლეტიკოსთან" ითამაშებს - როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ანგისამ ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
ნერესი გერმანელ მოდელზე დაქორწინდა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს