"ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს"

AutoSharing Option
ძალიან კარგი ფაქტია, ფედერაციის ოჯახის წევრები გვერდში რომ უდგანან ფედერაციის პრეზიდენტს, როცა ის განსაცდელშია, მაგრამ მეც მქონდა განსაცდელი და რატომღაც მე არავინ დამიდგა გვერდში, ჩემი განსაცდელი გულთან არავინ მიიტანა. ეს ჩემთვის გულდასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დღეს გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად ვაკის ფალავანთა კლუბთან მოჭიდავეების მიერ გამართულ აქციას.

დათუნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი მიზანი და სურვილი გეგა გეგეშიძის დაკავება არ ყოფილა. სპორტსმენი ითხოვს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული პოსტი მისივე გარემოცვით დატოვოს.

"საერთოდ, ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს. მე არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ამას ვაცხადებდი თავიდანვე და ახლაც ამას ვაცხადებ.

ჩემი მოთხოვნაა, ის პრეზიდენტი არ იყოს, რადგან პრეზიდენტს არ შვენის ასეთი საქციელი, რაც გააკეთა. ფედერაცია უნდა დატოვოს მისმა გარემოცვამაც. საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა თავისი საქციელით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგეშიძისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

altლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

altმიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას კონფლიქტი

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამოიყვანეთ ეხლა ანგელოზი ... რამდენჯერაც თვითონ სხვისთვის თავი გაუტეხავას, კასტეტით თუ ქვით, იმდენჯერ კამერას რო გადაეღო ეგ, აქამდე დიდი ხანია ესეც ციხეში უნდა იჯდეს თავის პრეზიდენტთან ერთად.
Emre
10:52 24-01-2019
8
გეუბნებით და შემედავეთ. ზურაბ დათუნაშვილი არის მოჭიდავე, მისგან ვერავინ მოითხოვს კარგი ჭიდაობის გარდა - ვერავინ ვერაფერს. პრეზიდენტისაგან კი ....
zurab
21:08 23-01-2019
1

სიახლეები პოპულარული