"ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს"

AutoSharing Option
ძალიან კარგი ფაქტია, ფედერაციის ოჯახის წევრები გვერდში რომ უდგანან ფედერაციის პრეზიდენტს, როცა ის განსაცდელშია, მაგრამ მეც მქონდა განსაცდელი და რატომღაც მე არავინ დამიდგა გვერდში, ჩემი განსაცდელი გულთან არავინ მიიტანა. ეს ჩემთვის გულდასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დღეს გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად ვაკის ფალავანთა კლუბთან მოჭიდავეების მიერ გამართულ აქციას.

დათუნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი მიზანი და სურვილი გეგა გეგეშიძის დაკავება არ ყოფილა. სპორტსმენი ითხოვს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული პოსტი მისივე გარემოცვით დატოვოს.

"საერთოდ, ცუდი ფაქტია, ადამიანს რომ აკავებენ და ციხეში უნდა წავიდეს, მაგრამ კანონის წინაშე ყველა ვალდებულია, არ გასცდეს კანონის ფარგლებს. მე არ მინდოდა, რომ გეგა გეგეშიძე ციხეში წასულიყო, ამას ვაცხადებდი თავიდანვე და ახლაც ამას ვაცხადებ.

ჩემი მოთხოვნაა, ის პრეზიდენტი არ იყოს, რადგან პრეზიდენტს არ შვენის ასეთი საქციელი, რაც გააკეთა. ფედერაცია უნდა დატოვოს მისმა გარემოცვამაც. საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა თავისი საქციელით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

გეგეშიძისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით

altლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

altმიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას კონფლიქტი

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამოიყვანეთ ეხლა ანგელოზი ... რამდენჯერაც თვითონ სხვისთვის თავი გაუტეხავას, კასტეტით თუ ქვით, იმდენჯერ კამერას რო გადაეღო ეგ, აქამდე დიდი ხანია ესეც ციხეში უნდა იჯდეს თავის პრეზიდენტთან ერთად.
Emre
24 იანვარი 2019 10:52
8
გეუბნებით და შემედავეთ. ზურაბ დათუნაშვილი არის მოჭიდავე, მისგან ვერავინ მოითხოვს კარგი ჭიდაობის გარდა - ვერავინ ვერაფერს. პრეზიდენტისაგან კი ....
zurab
23 იანვარი 2019 21:08
1
ძველი ქურდული გაგების მოჭიდავეები გვყოლია, როგორ შეიძლება თანაგუნდელი ასე გაწირო მოძალადე პრეზიდენტის გამო, კომუნისტური მენტალიტეტიდან უნდა გამოხვიდეთ როგორმე, დღეს ზურაზე იძალადა, ხვალ თქვენზე იძალადებს რაიმე ფორმით, ქუჩური და ზველბიჭური ოჯახში ნუ გეშლებათ. ერთი ოჯახი ვართო რო გაიძახით....
სსსრ. ვავა
23 იანვარი 2019 20:49
2
საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა თავისი საქციელით", - დათუნაშვილმა
100%
23 იანვარი 2019 20:21
41
ეს კაცი ზუსტადაც ნათელი გამოვლინება აღმოჩნდა იმ საზოგადოებიდან სადაც სიბნელე კიდევ ღრმად არის ჩამჯდარი. აქაც, რომ იცავენ გეგეშიძეს, სინამდვილეში ჩამპალ ქუჩურ, ძველბიჭურ მენტალიტეტს იცავენ...
ლევანი
23 იანვარი 2019 20:07
1
ეს პატარა ბიცი ევროპის ორგზის ჩემპიონია გეგესიზეს ტუ აქვს რაიმე ტიტული გვაინტერესებს ტუ ბევრი ვაზელინი იყიდა ბიზოსგან
შოთა გუგეშაშვილი
23 იანვარი 2019 19:02
1
არანაირი მედალი არც ევროპა, მსოფლიო, ოლიმპიადაზე
Giusha3232
23 იანვარი 2019 19:46
1
გეგა გეგეშიძეს მსოფლიოზე, ევროპაზე და ოლიმპიადაზე არაფერი აქვს აღებული.მისი ძმა კი 2013 წლის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

Giusha3232
23 იანვარი 2019 19:44
2
კაი დროსია ეხლა ძახილი დაჭერა არ მინდოდაო. ენა არ გაგიჩერებია და კამერა არ გაგიმაზია, საბჭოთა მილიციაც ვერ ინატრებდა შენისთანა ოქროს მოწმეს.
თბილისი
23 იანვარი 2019 18:50
76
კიმანო ცაიცვი და სპორტს მიხედე,,მიხვდები რასაწ გიწერ
tbilisi
24 იანვარი 2019 00:07
0
ასეთ შემთხვევაში არც ეგეთი ოჯახი გინდოდეს და არც ქუჩის ბიჭა ფედერაციის პრეზიდენტი. სულ არ არის სავალდებულო ვინმე ითხოვდეს მის დაკავებას.დანაშაული ჩაიდინა და პასუხი უნდა აგოს. დღეს თუ დათუნაშვილს დაარტყა, დარწმუნებული ვარ ხვალ სხვასაც დაარტყამს (მათ შორის იმ მხარდამჭერსაც). უბედურება ის არის, მისი მხარდამჭერები სხვანაირად რომ ფიქრობენ
????
23 იანვარი 2019 18:43
2
ხუთოსანი კაცი! შეგნებაც აქვს, ადამიანობაც და სპორტსმენადაც მაგარია. ლაპარაკიც იცის ბევრი სპორტსმენისგან განსხვავებით. ეს გეგეშიძეები კიდევ ვისაც არ ახსოვს, ამ გეგას ძმა, სუფთა ჩამპალი ძველი ბიჭივით საუბრობს და იქცევა. კურტანიძეს როგორ მოექცნენ თუ ვინმეს ახსოვს, იქ გამოაჩინეს თუ ვინ იყვნენ. არ ვიცი შეიძლება კურტანიძე ტყუოდა მაშინ, მაგრამ როგორც ესენი იქცეოდნენ ქუჩაში თუ ტვ-ში, იყო სრულიად ამაზრზენი და ამისთანების ადგილი არც ფედერაციაშია და არც დანარჩენ საზოგადოებაში.
odala
23 იანვარი 2019 18:42
1
დაუწყებენ ამ პატიოსან კაცს კბენას მოვუწოდებ ლადოს გენოს და ყველა წესიერ კაცს მივიდნენ ზურასთან კაცურად დაელაპარაკონ გეგეშიძეს კი სამწუხაროდ მოუწევს ცოტა დაფიქრდეს თავის საქციელზე ყველას ვინც თანამდებობზეა რომ თავში არ უნდა აგივარდეს პოლიციელიდან დაწყებული მინისტრამდე რომ ჯერ ადამიანი ხარ და მერე ხდები პოლიციელი მინისტრი თუ პრეზიდენტი.
კახა
23 იანვარი 2019 18:35
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული