გოჩა ჩორგოლიანი: არჩევნები და პრეზიდიუმი გაყალბებულია, გეგეშიძე შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურ მდივან გოჩა ჩორგოლიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

გოჩა ჩორგოლიანის თქმით, არჩევნები, რომლითაც გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, გაყალბებით არის ჩატარებული.

"გუშინდელ გადაწყვეტილებას არ ვაპროტესტებ. არ შეიძლებოდა გეგა გეგეშიძეს გუშინ დაეტოვებინა თანამდებობა, ფედერაციის პარალიზება მოხდებოდა, ხელისმომწერი აღარავინ რჩებოდა. გეგა გეგეშიძეს შვიდი კაცის პოზიცია უჭირავს.

არჩევნები არის გაყალბებით ჩატარებული, პრეზდიუმი არის გაყალბებული. არანაირი პრეზიდიუმი არ არსებობს. ამის გაპროტესტებას არ ვაპირებთ. ალბათ, ხანდაზმულობაც გასული აქვს. არჩევნების დროს უნდა არჩეულიყო ორი ვიცე-პრეზიდენტი თავისუფალ
ჭიდაობაში და ორიც - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ახალარჩეულ პრეზიდენტს, ანუ გეგა გეგეშიძეს მხოლოდ ერთი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის უფლება ჰქონდა. ეს ყველაფერი დაინგრა და პრეზიდენტის მაგივრად მივიღეთ იმპერატორზე უფრო მეტი უფლებების მქონე ადამიანი. დღეს ვხედავთ შედეგს. გეგა გეგეშიძე დახურულ სხდომებზე, იქ, სადაც არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, საკუთარ ძმასთან ერთად შედიოდა და მოხდა ის, რაც მოხდა.

გეგა გეგეშიძე დღეს რომ აეყვანათ, მოხდებოდა პარალიზება. ვერც ერთი ვიცე-პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას ვერ შეასრულებდა. წესდების მიხედვით, მოვალეობის შესრულებას აგრძელებს ვიცე-პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი, თუმცა, გეგა გეგეშიძის გარდა, ლეგიტიმაცია არცერთს აქვს. ის შვიდი კაცის უფლებამოსილებას ასრულებს.

გამოსავალი ერთ რამეშია მხოლოდ და მხოლოდ: აბსოლუტურად სრული შემადგენლობით, ჩვენთვის სათაყვანებელი ხალხის, მათ შორის, რომან რურუასი და გურამ საღარაძის, გურამ პეტრიაშვილის ჩათვლით, უნდა დატოვონ პრეზიდიუმი და უნდა მოხდეს დემოკრატიულად და წესდების მიხედვით არჩევა", - განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.

altზურაბ დათუნაშვილი: ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, პრივილეგირებული იქნებიო

მკითხველის კომენტარები / 5 /
ის,რაც დღევანდელ საქართველოში ხდება-მეშვიდე წელია მშვიდად შეჰყურებს მთელი საქართველო.სპორტი ხომ ჩვენი სულიერი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია?რატომ ჩაუგდეთ ის ხელში საეჭვო რეპუტანიის მქონე ადამიანებს?უპირველესი შეცდომა მაშინ დავუშვით,როცა ხმა არამოვიღეთ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ხაბელოვის,,დანიშვნაზე" რომ არ ამოვიღეთ ხმა.ეხლა ძიუდოს შემდეგ ბერძნულ-რმაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეების ჯერი დადგა და აი შედეგიც.ამ სახეობებში ჩვენი ასაღები მედლების 90%-სწაიღებენ რუსები.ესაა რუსების ოცნება და უსრულებენ კიდეც.ვიცი,რომ მოდერატორი ჩემს შენიშვნას არ გამოაქვეყნებს,მაგრამ ....თავად მაინც ხომ წაიკითხავს.ვიყოთ ასე,არ ამოვიღოთ ხმა და რასაც მოვიგებთ-ვნახავთ.[ვნახავთ რა .....არ ვხედავთ?]
გიორგი ჯანიკაშვილი
14:59 25-01-2019
6
როგორც დრუპი იტყოდა :დ აქამდე სად იყავით თქვენი...მოკლედ ეს გეგეშიძეა თუ ვინცაა მშინ იყო მოსაშორებელი როცა ნაკრების ბიჭებს ოსი ვითომ დეპუტატის მხარდასაჭერი მაისურები ჩააცვა და ამართლებდა არ ვიცოდითო მერე კი წამოცდა რომ ჩვენი დიდი გულშემატკივარი არისო :დ რანაირად?ამ ამბების მერე ბევრზე დამეკარგა წარმოდგენა :/
აბგდ
13:50 25-01-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული