ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძის სინანული ფორმალობაა, ჩემი გაჩუმება და სკამის შენარჩუნება სურს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი ფიქრობს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება.

"ვითხოვ, რომ მოძალადე ადამიანი დაისაჯოს. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომო
და, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა", - აღნიშნა დათუნაშვილმა.

მოჭიდავე შეეხო პრეზიდიუმზე წასვლისა და იქ მისი დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვის შესაძლებლობასაც და განაცხადა, რომ პრეზიდიუმს არ ენდობა.

"გავეცნობი პრეზიდიუმის წევრებს და შემდეგ გადავწყვეტ, მივალ იქ თუ არა. მათი 80% ის ხალხია, რომელთაც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი და ვიცი, რომ ჩემს სიმართლეს დაკარგავენ. წინასწარ გეტყვით: თუ წავალ პრეზიდიუმზე და შევრიგდებით, დისკვალიფიკაციას არ მომცემენ, გეგას კი გარკვეულ თანხას გადაახდევინებენ, რომელსაც მოჭიდავეების ფულიდან გადაიხდის და ასე მორჩება. ჩემი რა საკითხი უნდა განიხილონ, ვერ ვხვდები. ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და რაღაც ჩამარტყეს, კიდევ მე უნდა მომცენ დისკვალიფიკაცია?!" - განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.

altგეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი


წყარო: Ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
გეგშიძე უნდა მოიხსნას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან და დაისაჯოს როგორც დაისჯებოდა სხვა ნებისმიერი რიგითი კანონდამრღვევი მოქალაქე. არ უნდა ამას ყაველაშვილის მხრიდან გაპრავება და შერიგებისკენ მოწოდება.არსებობს შსს და აუცილებლად უნდა გამოიძიო ბოლომდე ძალადობის ფაქტიც და ფედერაციაში არსებული ფინანსური დარღვევებიც. ესაა კანონის უზენაესობა და ეს ტესტი ეხლა ჩასაბარებელია მთელი ქვეყნის მიერ. თუ არადა და ამ ერთ ფაქტს უკან მოჰყვება უკანონობის ვაკხანალია.
ირაკლი
14:14 08-02-2019
6
კანონმორჩილები უნდა გავხდეთ,დაშავე ადექი კაცი თუ ხარ და წადი.
zaza
14:35 08-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული