"ველოდები გათავისუფლების ცნობას, უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლების ცნობას ელოდება.

როგორც დათუნაშვილმა Sportall.ge-სთან განაცხადა, მას უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.

"ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ზურაბ დათუნაშვილს
შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

11 იანვარს მომხდარ ინციდენტზე 23 თებერვალს ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზეც იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განუცხადა, პრეზიდიუმის სხდომაზე გეგეშიძემ დათუნაშვილს "თვალებში შეხედა და მოინანია, ბოდიში მოუხადა".

თავის მხრივ, დათუნაშვილის თქმით, გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს. "თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ", - აცხადებს დათუნაშვილი.

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ერთხელ იბადები კაცი და არავის ვალი არ მოგყვება. უსამართლობას ვერ მოერევი ამ კორუპირებულ სისტემაში. შენ შეგიძლია თქვა რომ ბოლომდე იბრძოლე სიმართლისთვის მაგრამ დამარცხდი კრიმინალებთან. ასმაგად გიგულშემატკივრებ რადგან არ გაჩუმდი უსამართლობის წინაშე და რაც შეგეძლო გააკეთე.
semi
07 მარტი 2019 14:17
4
ქართველს რო დაუპირისპირდები შენსკენ ვიქნები ზურა! იმიტომ რომ შენ ხარ ჭეშმარიტი ქართველი და არა იმ გეგეშიძის შისტიორკები
Niko
07 მარტი 2019 13:24
13
წადი ძმაო თავს და კარიერას მიხედე აქ სიმართლეს ვერ გაიტან :(((
ზაზა
07 მარტი 2019 14:35
4
მგონი მართლა აღარაფერი გვეშველება.ქოცია თუ ნაცია,ყველა არაკაცია და ეგ ვიცით,საჭიდაო თემმა რომ ასე გაწირა და ხმაც აღარ ამოიღო,მაგათ რაღა დავარქვათ?კიდევ უფრო ცუდად გვქონია საქმე.სასამართლოზე აღარაფერს ვიტყვი,მაგათი პატიოსნების და სამართლიანობის იმედი,ბავშვებსაც კი არა აქვთ.
სოსო
07 მარტი 2019 16:27
5
ასე ვერ გავფრინდებთ. დათუნაშვილი დაიჰაგრა.
zaza
07 მარტი 2019 14:06
6
ჟურნალისტების ადგილზე ჭიდაობის ფედერაციას ბოიკოტს გამოვუცხადებდი და არცეთ მათ სიუჟეტს არ გავაშუქებდი. გულშემატკივარის ნაწილმა კი გადავწყვიტეთ რომ აღარ ვიაროთ შეჯიბრებებზე.
semi
07 მარტი 2019 16:23
10
წარმატებები ზურაბ, ფედერაცია კი დიად საბჭოეთშია.
ss
07 მარტი 2019 14:01
4
ეჰ, ზურაბ მეგობარო, ეს რა ღრმა ტრ... ი ვართ!!! გული,ყველაზე მეტად იმაზე მწყდება, რომ ერთი წესიერი ქართველი, მოქალაქე და პატრიოტი დატოვებს ქვეყანას. ... ჭიდაობა, აქ უკვე, მეორეხარისხოვანია.
დავით იბერიელი
07 მარტი 2019 14:32
4
ერთხელ თქვი "მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილიო" შენ ეს დაამტკიცე, მთავარია ადამიანის სახე არ დაკარგე თორემ ვისი სახელით იჭიდავებ და რას მოიგებ ეგ მეორე ხარისხოვანია.....ყავდეთ ეხლა გეგეშიძე დიდი მადლობა ბატონ ბიძინას
ზურა
07 მარტი 2019 13:56
6
უგუნური ქვეყანა თავის შვილს სამშობლოს ართმევს. მეტი რა უნდა თქვას კაცმა? გული მტკივა.
la.))
07 მარტი 2019 15:34
5

სიახლეები პოპულარული