გეგა გეგეშიძის ადვოკატი: ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა

AutoSharing Option
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე აცხადებს, რომ ზურაბ დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლის ერთწლიანი აკრძალვა ჰქონდა.

"მაქვს ინფორმაცია და ზუსტად ვიცი, რომ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ინციდენტები იყო და თითქმის ყოველთვის ინიციატორი დათუნაშვილი იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებით, სხვა დროსაც ხომ არ ყოფილა მსგავსი ინციდენტები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ გვქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ გვინდოდა ეს ოფიციალურად წარგვედგინა შესაბამისი სტრუქტურიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა
სამინისტრომ უარი გვითხრა ამ ეტაპზე, რადგან ეს არის პერსონალური ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვეთ, ეს ინფორმაცია სასამართლოს გამოეთხოვა.

ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტის ინიციატორი არის დათუნაშვილი და ეს არ არის პირველი შემთხვევა. რაში სჭირდებოდა გეგეშიძეს ამ ჩხუბის ინიცირება? დათუნაშვილმა შეჯიბრი წააგო და განაწყენებულმა მოაწყო ის, რაც მოხდა“, - აცხადებს ცუცქირიძე.

გეგეშიძის ადვოკატის ამ განცხადებას ზურაბ დათუნაშვილმა სიცრუე უწოდა.

"ეს სიცრუეა, რამდენიმე თვის წინ ვიყავი ევროპის ბევრ ქვეყანაში და ჩამოვედი", - განაცხადა მოჭიდავემ.

შეგახსნენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

მომზადებულია ipn.ge-სთვის

alt"ველოდები გათავისუფლების ცნობას, უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

altდათუნაშვილი-გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე არსებითი განხილვა 20 მარტს გაიმართება

altგეგეშიძე სასამართლოს შემდეგ: მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს

altზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძე ცრუობს, მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე კონკურენციას გავურბივარ

მკითხველის კომენტარები / 5 /
წიწაკაანთ მაგდანა.საქართველოში,ადვოკატი,მაინც და მაინც უნამუსო რატომ უნდა იყოს?იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე,უბრალოდ ჭორების გამო გადადგა,გეგეშიძის დანაშაულს კი მთელი საქართველო უყურებდა და მოწყობილი ამბავიო.მართლა წიხლის კვრით უნდა გარეკო ამისთანა ხალხი, თანამდებობებიდან და საშვილიშვილოდ აუკრძალო, რაიმე თანამდებობის დაკავება.უტიფარი.ეს ძველი სიტყვაა და ისეთ ადამიანზე იტყოდნენ,რომელსაც თავისი უსირცხვილობის გამო,კაცი კი არა,ტიფიც კი არ გაეკარებოდა.ტიფი მაშინ მთელ ქალაქ-სოფლებს, დედაბუდიანად სწყვეტდა ხშირად.ეს ადვოკატიც და მისი დაცვის ქვეშ მყოფიც,სწორედ ასეთი უტიფრები არიან.ისე, არც მოსამართლე ჩანს ძალიან კდემამოსილი.
სოსო
17:16 20-03-2019
3
მეტი ვერაფერი მოიფიქრეს განგსტერებმა?
Giusha3232
18:07 20-03-2019
2

სიახლეები პოპულარული