ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარი გვერდით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობებს.
ის ამბობს, რომ ჭიდაობის ფედერაციამ მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არ მისცა, ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.
დათუნაშვილის განცხადებას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა და ბრალდება უარყო.
"საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო
პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.
ზურაბ დათუნაშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე პირადად მოისმინა, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერდა მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავდა.
ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუკი წესი დაირღვევა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია", - წერს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
არის, კაცობის მარაზმი.