"სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები" - ჭიდაობის ფედერაცია ზურაბ დათუნაშვილს პასუხობს

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარი გვერდით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობებს.

ის ამბობს, რომ  ჭიდაობის ფედერაციამ მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არ მისცა, ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება.

დათუნაშვილის განცხადებას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა და ბრალდება უარყო.

"საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. სიცრუეა სპორტსმენის სიტყვები, თითქოს მან ფედერაციისგან მიიღო
პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა და ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში დაისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.

ზურაბ დათუნაშვილმა 23 თებერვალს გამართულ პრეზიდიუმის სხდომაზე პირადად მოისმინა, რომ ფედერაცია ტიტულოვანი სპორტსმენის სხვა ქვეყანაში წასვლას არასოდეს დაუჭერდა მხარს და ამ საკითხს არც კი განიხილავდა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც დათუნაშვილისთვის უცნობებია რამე.

რაც შეეხება დისკვალიფიკაციის თემას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდების თანახმად, თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით. ზურაბ დათუნაშვილის შემთხვევაშიც, თუკი წესი დაირღვევა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია", - წერს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გეგეშიძის მფარველებია დასაჭერი და დაიჭერენ კიდევაც ერთ ორ წელში.
Status quo
01 აპრილი 2019 13:43
1
ჭიდაობის ეს ფედერაცია მთელმა ქართველმა ერმა პარტერში უნდა დააყენოს!
Gio
30 მარტი 2019 13:27
1
პროსტა რამხელა მაფიაა ფედერაცია ხვდებით..ფუი თქვენი გაკეთებული საქმე.ახალგაზრდა ბიჭს უსპობენ წარმატების შანსს.
Gio
30 მარტი 2019 12:45
0
არარაობავ, ჭიდაობის ფედერაცია უნდა გერქვას შენ!
simartle
30 მარტი 2019 12:39
0
მაგარია რაა ფედერაცია
gk.gia555
30 მარტი 2019 12:32
0
ამას პასუხი კი არა ვირეშმაკობა ჰქვია. არც კი განგვიხილიაო ეს საკითხი და არც აპირებენ--ეს ჩანს მათვე 'პასუხიდა'. უარია და დისკვალიფილკაციის მუქარაა აბა სხვა რა არის, და ამ ბიჭმა სხვა რა დაწერა? ისე, თვითონვე ბუქავენ ამ თემას და პოლიტიკურ სარჩულს აძლევენ, თორემ სპორტსმენია და გამოვიდეს სხვა ქვეყნის სახელით; არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო.
გიორგი
30 მარტი 2019 12:10
0
გეგეშიძის მფარველებია დასაჭერი და დაიჭერენ კიდევაც ერთ ორ წელში.
Status quo
30 მარტი 2019 12:00
0
გეგეშა და მისი რაზმი,
არის, კაცობის მარაზმი.
სოსო
30 მარტი 2019 09:58
0
სიცრუე კი არა, დასაჭერია გეგეშიძე!
ვახო
30 მარტი 2019 09:58
1
ეს რო კაი მატყუარა და პროვოკატორია მაგას ლაპარაკი აღარ უნდა. გეგეშიძე მართლა გასაშვებია ფედერაციიდან სხვა საკითხების გამო და არა ამ ინტრიგანის ცემისთვის. თუ მიდიხარ წადი არ შეჭამა ტვინი.
ორივე მოშორდით
30 მარტი 2019 09:37
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული