ევროპის ჩემპიონატი. კლასიკური: გობაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, დავითაია მედლის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
14 აპრილს, რუმინეთში კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა გობაძე (82 კგ) და საჩინო დავითაია (67 კგ) მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. გობაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, დავითაია კი, სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა.

გობაძემ ფინალი დანიის წარმომადგენელ ბისულთანოვთან 3:4 დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მან ფინალამდე მოლდოველი ბრადუ 5:4, რუსი კომაროვი 5:0 და ფინელი როპონენი 11:0 დაამარცხა.

დავითაია მესამე ადგილისთვის დაძაბულ ბრძოლაში ევროპისა და მსოფლიოს რუს ჩემპიონთან, არტურ სურკოვთან 1:2 დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

დავითაიამ იქამდე გერმანელ ვაისს (9:0) და უკრაინის წარმომადგენელ ნასიბოვს სძლია,
ნახევარფინალში კი თურქ იუკსელთან 1:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არცერთი - ოქრო (?!) -შედეგი - სუსტი მომზადების (!) - ვერც ფიზიკურად იყვნენ ჯანზე , ვერც ფსიქიკურად... 2-3 წუთის შემდეგ ვეღარ სუნთქავდნენ (?) - ლიდერების წინააღმდეგ თუ სპეც- მომზადება არ გაიარეს, განსაკუთრებით მძიმე წონებში -ვერ მსოფლიოზე და ვერც ოლიმპიადაზე ოქროს ვერ ავიღებთ (?!)
გლახუნა
23:23 14-04-2019
0
Sircxvilia jidaoba biznesad aqcies
Bacho
23:19 14-04-2019
0

სიახლეები პოპულარული