ქართველმა მოჭიდავეებმა ყაზახეთის ტურნირზე ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
26 მაისს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ბოლატ ტურლიხანოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, რომელიც UWW-ს ეგიდით მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში (60-67-77-87-130) გაიმართა.

ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.

შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) - ვერცხლი, ხოლო იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბოლქვაძე ფინალამდე მივიდა, თუმცა ტრავმის გამო ოქროს მედლისთვის ვეღარ იჭიდავა.

60 კგ
1. ალი რეზა ნეჯატი (ირანი)
2. აიდოს სულტანაგალი (ყაზახეთი)
3. მინგიან სემიონოვი (რუსეთი)
3. ისლომჟონ ბახრამოვი (უზბეკეთი)

67 კგ
1. ზაურ კაბალოევი (რუსეთი)
2. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო) - ტრავმის გამო ფინალი ვერ იჭიდავა
3. მოჰამად რეზაი (ირანი)
3. არამ ვარდანიანი (უზბეკეთი)

77 კგ
1. ასცატ დილმუხამედოვი (ყაზახეთი)
2. ალექსანდრ ჩეხირკინი (რუსეთი)
3. ასხატ ჟანბიროვი (ყაზახეთი)
3. პეჟმან პოშტამი (ირანი)

87 კგ
1. ბეკხან ოზდოევი (რუსეთი)
2. რამინ ტაჰერისარტანგი (ირანი)
3. ნიკოლაი სტადუბი (ბელორუსი)
3. რადიკ კულიევი (ბელორუსი)

97 კგ
1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2. ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)
3. ნიკიტა მელნიკოვი (რუსეთი)
3. დანილა სოტნიკოვი (რუსეთი)

130 კგ
1. კირილ ხრიშანკა (ბელორუსი)
2. ვიტალი შური (რუსეთი)
3. იაკობ ქაჯაია (საქართველო)
3. შახაბ გოურეჟელი (ირანი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული