მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
იტალიურ ფაენზაში სტარტი აიღო ჭაბუკთა ევროპირველობამ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი დღის შემდეგ 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

ნაკრების უმძიმესი წევრი მათე გოქაძე (110 კგ) ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისათვის შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ საიდ მუსაევს დაეჭიდება. საფინალო გზაზე გოქაძემ უნგრელი ბაზსო 6:2 და ბელორუსი შუმჩიკი ერთნაირი ანგარიშით 6:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ აიგულს აჯობა 4:2.

დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას ხვალ დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ.

ხვალვე იტალიურ ხალიჩაზე ნაკრების
დარჩენილი, 45, 51, 60, 71 და 92 კგ კატეგორიის წარმომადგენლები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით კი დავით გვასალია (45 კგ), თორნიკე სოლომონიძე (51 კგ), ნიკა ბროლაძე (60 კგ), დათა ჩხაიძე (71 კგ) და კოტე სიჭინავა (92 კგ) იჭიდავებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

GeoWrestling
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული