მათე გოქაძემ რუსეთის წარმომადგენელს 8:0 სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ქალაქ ფაენზაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპირველობაზე მათე გოქაძე (110 კგ) ჩემპიონი გახდა.

გოქაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი 8:0 დაამარცხა.

დიმიტრი ხაჩიძემ (55 კგ) დამამშვიდებელი ფინალი უკრაინელ ედუარდ სტრელჩუკს 5:1 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზ მარგველაშვილი (65 კგ) აზერბაიჯანელ ჰასაი ჰასანლისთან 0:9 დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

საქართველოს ნაკრებს კიდევ სამი მედლის მოპოვების შესაძლებლობა აქვს: დათა ჩხაიძეს (71 კგ) ოქროსი, ნიკა ბროლაძეს (60 კგ) და კოტე სიჭინავას (92 კგ) კი ბრინჯაოსი.

ჩხაიძემ ბელორუს პიახოთას 4:1, უნგრელ
ჰორვაცს 6:0 და შვედ ბორკენჰაგენს 9:0 მოუგო და ფინალში მოლდაველ გუტუს დაეჭიდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლიერი ბიჭი ჩანს მათე. პირველ რიგში ამ გამარჯვებას ვულოცავ! მომავალში კი მინდა ვუსურვო, რომ არასოდეს მოკლებოდეს ბრძოლის ჟინი და ყოველთვის თან ახლდეს იღბალი. აი, მერე ნახეთ მათეს კისერზე ოქროს მედლები.
kix
19 ივნისი 2019 13:29
0
ვუყურებ ამ ჩემპიონატს და მათე მართლაც უძლიერესია! სულ წარმატების გზით გევლოს ქართველო ვაჟკაცო!
gurami
19 ივნისი 2019 11:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული