საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი რუმინეთიდან

AutoSharing Option
ბუქარესტში იონ კორნიანუს და ლადისლაუ სიმონის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.

ტურნირი UWW-ს ეგიდით გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართული ფინალი გაიმართა 77 კგ კატეგორიაში, სადაც გელა ბოლქვაძემ თანაგუნდელ დემურ ქავთარაძეს მინიმალური უპირატესობით მოუგო. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ბაკურ გოგოლმა მოიპოვა. ფინალში მიღებული ხელის ტრავმის გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა გურამ ხეცურიანი (87 კგ). ტრავმის გამო ფინალი ვერ იჭიდავა გიორგი მელიამაც (97 კგ) და ვერცხლი ირგუნა. 72 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს იური ლომაძე
დაეუფლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული