ბუქარესტში იონ კორნიანუს და ლადისლაუ სიმონის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.
ტურნირი UWW-ს ეგიდით გაიმართა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართული ფინალი გაიმართა 77 კგ კატეგორიაში, სადაც გელა ბოლქვაძემ თანაგუნდელ დემურ ქავთარაძეს მინიმალური უპირატესობით მოუგო. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ბაკურ გოგოლმა მოიპოვა. ფინალში მიღებული ხელის ტრავმის გამო ვერცხლის მედალს დასჯერდა გურამ ხეცურიანი (87 კგ). ტრავმის გამო ფინალი ვერ იჭიდავა გიორგი მელიამაც (97 კგ) და ვერცხლი ირგუნა. 72 კგ კატეგორიაში ბრინჯაოს იური ლომაძე