2 ნოემბერს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლევან ქავჟარაძემ (63 კგ), გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ქავჟარაძე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, ფინალში ირანელ დალხანის ამარცხებდა (6:2), მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს გაშვებული გდებით დასანანი მარცხი განიცადა.
ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ სემიონ ნოვიკოვთან 1:6 წააგო.
პატარიძემ კი გუშინ მიღებული ხელის ტრამვის გამო ვეღარ შეძლო ფინალში ირანელ ალიაკბარ იოსოფიაჰმადჩალითან ჭიდაობა.
გიორგი მელიამ (97 კგ) ბელარუსი კამინსკი 5:1 დაამარცხა და ფინალში ფინელ სავოლაინენს შეხვდება.
აივენგო რიკაძე (82 კგ)
ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. რამაზ ზოიძე (72 კგ) დამაშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.
აივენგო რიკაძე (82 კგ)