U23. 4 ვერცხლი 4 ფინალიდან და გუნდური მე-2 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ბუდაპეშტში დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მე-2 ადგილი მოიპოვა.

ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო ვერ მოახერხა ფინალში ჭიდაობა.

ოქროს მედლის მოგება ვერც გიორგი მელიამ (97 კგ) შეძლო - მან ნახევარფინალში ბელორუსი კამინსკი დაამარცხა, ფინალი კი ფინელ სავოლაინენთან დათმო.

აივენგო რიკაძემ (82 კგ) უნგრელ ტამაშ ლევაის სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სამწუხაროდ, მესამე
ადგილისთვის ბრძოლაში რამაზ ზოიძე (72 კგ) დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში. U23. ბუდაპეშტი 2019. 2 - ოქრო, 4-ვერცხლი, 2-ბრინჯაო. ბიჭებო გილოცავთ, კარგი შედეგია. გამოცდილება მოდის და მომავალში უფრო ბევრი ჩემპიონი გვეყოლება! გაიხარეთ!
სულ 8 - მედალი
04 ნოემბერი 2019 14:04
0
ცუდია, რომ სპორტის მესვეურებს არ ესმით სპორტსმენისათვის ფსილოგის როლზე და აუცილებლობაზე. ყველა ჭიდაობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში წელს ნახევარზე მეტი ფინალი დავთმეთ ეს კი ცუდი ფსიქოლოგიურ მომზადების ბრალია.
ჟორა
04 ნოემბერი 2019 00:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული