ლომაძის ვერცხლის და შავაძის ბრინჯაოს მედლები ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის უკანასკნელ დღეს ვერცხლის მედალი - იური ლომაძემ (72 კგ), ბრინჯაოსი კი ამირან შავაძემ (60 კგ) მოიპოვა.

ლომაძემ ფინალი გერმანელ ფრანკ შტაბლერთან 2:6 წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მან აქამდე ბელარუს იური კანკუს 11:0, ხორვატ დომინიკ ეტლინგერს 11:0 და თურქ სელჩუკ ჩანს 7:0 მოუგო.

შავაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ჯამბულატ ლოკაევს ბოლო ქულის უპირატესობით სძლია - 6:6.

ტურნირზე აგრეთვე ვერცხლის მედალი ლევან არაბულმა (130 კგ), ხოლო ბრინჯაოსი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართველებს არც ერთი ოქრო.სრული კატასტროფაა.ჩვენმა მეზობლებმა რუსებმა,სომხებმა და აზერებმა სამარცხვინოდ გვაჯობეს.გეგეშიძე რომ პრეზიდენტის ძმა არ იყოს არავინ დატოვებდა.
ნეპოტიზმი
19:34 13-02-2020
1
საინტერესოა მწვრთნელი რას ეუბნება სპორტსმენებს რომ ფინალში გასვლა არის მიზანი და არა ფინალში გამარჯვება? ჭიდაობაშიც, ძიუდოშიც ვხედავ რომ ბიჭები ფინალში გადიან და იქ მარცხდებიან, ეს ხშირად ხდება ბოლო ხანებია, ვერცხლი და ბრინჯაოს აღებაში მაგრები ვართ და ოქრო?

P.S. იქნებ ვინმემ მოატყუოთ ამ ბიჭებს რომ ნახევარფინალში არიან ვითომ ან ბრინჯაოსთვის ჭიდაობენ და ნახეთ ყველამ თუ ოქროები არ წამოიღოს
ლაშა
18:11 13-02-2020
3

სიახლეები პოპულარული