რომში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის უკანასკნელ დღეს ვერცხლის მედალი - იური ლომაძემ (72 კგ), ბრინჯაოსი კი ამირან შავაძემ (60 კგ) მოიპოვა.
ლომაძემ ფინალი გერმანელ ფრანკ შტაბლერთან 2:6 წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მან აქამდე ბელარუს იური კანკუს 11:0, ხორვატ დომინიკ ეტლინგერს 11:0 და თურქ სელჩუკ ჩანს 7:0 მოუგო.
შავაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ ჯამბულატ ლოკაევს ბოლო ქულის უპირატესობით სძლია - 6:6.
ტურნირზე აგრეთვე ვერცხლის მედალი ლევან არაბულმა (130 კგ), ხოლო ბრინჯაოსი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მოიპოვა.