ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 1-ელ აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა (130 კგ) იაკობ ქაჯაიამ ფინალის საგზური მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი დღეს, 2 აგვისტოს დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქეს ჩოქბჯენში სრული უპირატესობით აჯობა.


მეოთხედფინალში ქაჯაიამ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემიონოვი დაამარცხა. მეტოქემ ჩოქბჯენიდან უპირატესობა ვერ მოიპოვა, ქართველმა სპორტსმენმა კი ეს კომპონენტი კარგად  გამოიყენა - 3:1.



იაკობმა ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე
იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა, ქაჯაიამ კი ქულა უფრო გვიან მოიპოვა და ამით გაიმარჯვა.



ფინალში ქაჯაიას მეტოქე 38 წლის ლეგენდარული კუბელი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მიხაინ ლოპეს ნუნიესი იყო. შეხვედრა თავდაპირველად თანაბარი იყო, თუმცა კუბელმა ჩოქბჯენი გამოიყენა და 3:0 დაწინაურდა. დროთა განმავლობაში იაკობის მეტოქის უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 5:0 და ქაჯაიამ ვერცხლის მედალი, ნუნიესმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, რაც უნიკალური მიღწევაა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ქაჯაიას მედლის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 

altიაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

altმელია დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს









მკითხველის კომენტარები / 26 /
იაკობ! ხვალ აუცილებლად უნდა 'გევიდეთ" ოქროზე! წარმატებები!!!!!!!!!!
გია
01 აგვისტო 2021 17:04
0
გიას / კომენტარი მომეწონა ყველაზე ძალიან.
Tazo
02 აგვისტო 2021 09:14
0
ღმერთი შენსკენ ძმაო
თბილისი
01 აგვისტო 2021 19:51
0
ვერცხლზე ფიქრი არც გაბედო! დადე ოქრო!
ლევანი
01 აგვისტო 2021 14:49
1
წარმატებები იაკობ! დაუმარცხებელი არავინაა მიუხედავად ტიტულებისა. ასე რომ ქართული ბრძოლის ჟინი და სწორი ტაქტიკა ყველაფერს ამარცხებს! ჩემპიონობას გისურვებ! კიდევ აამღერე ჩვენი ჰიმნი
ქომაგი
01 აგვისტო 2021 14:19
1
შენ გენაცვალე იაკობ!!! მადლობა ამ თავდადებული ბრძოლისთვის და ხვალინდელ ფინალში წარმატებები სრულიად საქართველოს გასახარებლად!
ირაკლი
01 აგვისტო 2021 14:24
0
გევიდა, გევიდა. ყოჩაღ, ძამია!
შაკო
01 აგვისტო 2021 15:24
0
ყოჩაღ იაკობ წარმატებები ჩათვალე ოქრო მოიგე, ის კუბელი არაადამიანური ძალის პატრონია როგორც ეტყობა, ლაშას და იაკობს ძალიან მცირე შანსი ქონდათ ისეთებს შეხვდნენ ფინალში, ამიტომ ერთიორად გასახარია რომ ვერცხლი ბრძოლაში მოგეს და მაინც განაღდებულად რომ არ ჩათვალეს და რომ არ დანებდნენ უომრად, მაგალითი ხართ მომავალი სპორცმენებისათვის. პლესნოიმ კიდე ცალი ფეხით აიღო მედალი, ყოჩაღ ბიჭებო ყველას.
ქართველი
02 აგვისტო 2021 16:43
0
არის კიდევ ერთი ვერცხლი... იაკობ!!! გილოცავ და გმადლობთ!!!
tngh
02 აგვისტო 2021 16:15
0
რამხელა უპირატესობა ქონდა შანსი არ ქონდა
ოტელო
02 აგვისტო 2021 15:56
0
ვულოცავ საქართველოს კიდევ ერთ მედალს, ქაჯაიას უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ კარიერაში.
...
02 აგვისტო 2021 17:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული