09:00 03-08-2021
მელიამ მოუგებლად დაასრულა - ქართველი ბრინჯაოსთვის ვეღარ იბრძოლებს [VIDEO]
AutoSharing Option
მელიას საწყის ეტაპზევე სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავდა - რუსი მსოფლიო ჩემპიონი მუსა ევლოევი. მერვედფინალი ფავორიტის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუკი მისი მძლეველი რუსი მეტოქე ფინალამდე მიაღწევდა, რაც ასეც მოხდა.
მელია დამამშვიდებელ წრეში დღეს, 3 აგვისტოს, უნგრელ ალექს გერგო სიოკესთან დასანანად დამარცხდა - უპირატესობა ჰქონდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე მეტოქემ 4 ქულა მოიპოვა.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია - ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130) გახდა, ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მღვდელია, მღვდელი))))))))))
5
4
სპორტსმენი ხარ თუ ხულიგანი? ეს კორონა და ქურდული ზვიოზდაჩკა რა ბაზარია?
35
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული