
ქართველმა ფალავანმა რამაზ ზოიძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 67 კგ წონით კატეგორიაში ბინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, თუმცა, სამწუხაროდ, დამარცხდა.
რამაზმა ნახევარფინალამდე 2 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ფინალში მიმავალ გზაზე ირანელი გადაეღობა...
ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში 25 წლის ქართველი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, გერმანელ ფრანკ სტაბლერთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 4:5.