ბელგრადში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, ქართველმა ფალავნებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს.
აივენგო რიკაძემ (82 კგ) ფინალში შვეიცარიელი რაინერ ბეჩარტი 5:1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
ფინალამდე მან ესტონელ კალჟოლას, ფინელ კეტონენს, რუს ოჟაევს და ირანელ ნაგუსს სძლია.
ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლა უზბეკ მუჰამადკოდირ იუსუფოვს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ჯონი ხეცურიანი (67 კგ), რომელიც ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში რუსეთის წარმომადგენელ მეჰდი იახიევთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, გუშინ ოქროს მედალი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.