ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს

AutoSharing Option
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. საპატიო ჯილდო დათუნაშვილს სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა გადასცა.

"ეს ჩემთვის დიდი დღეა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო. ძალიან ბედნიერი ვარ. მხარდაჭერისთვის მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. გახდე საუკეთესო ჩემპიონთა ქვეყანაში, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩი, წყალბურთელთა და კალათბურთელთა ასეთი ნაკრებები ჰყავს, ჩემთვის დიდი პატივია. მიყვარს სერბეთი და ბელგრადი, ეს ჩემი მეორე სახლია. მომავალში სერბეთისთვის კიდევ უფრო ძლიერად ვიბრძოლებ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან, საქართველოს ჭიდაობის
ფედერაციის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ზოგადად ნაკლებად მაინტერესებს წარმოშობით ქართველი სპორტსმენები, რომლებიც სხვა ქვეყნის სახელით გამოდიან, მაგრამ ეს ბიჭი გამონაკლისია- ჯერ დაჩაგრეს და ნაკრების კარს უხურავდნენ, მერე პროტესტი როგორ გამოთქვიო დასაქვეყნოდ დაასისხლიანა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაინც არ უნდოდა საქართველოდან წასვლა და სასამართლოში სცადა თავისი სიმართლის გატანა და იქ უთხრეს" გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნისო" დასცინეს ფაქტიურად. მხოლოდ ამის მერე წავიდა. ამიტომ ვგულშემატკივრობ, სამართალმა პური ჭამა.
არტ
00:53 28-12-2022
10
ერთ ზონდერს და მოძალადეს გადავაყოლეთ მსოფლიო დონის ფალავანი. ვინც თვლის რო ქვეყანა ჩალით არა არის გადახურული და ბანანის რესპუბლიკა არ ვართ - დიახ ბატომებო საქართველო ბანანის რესპუბლიკაა და ჩალითაა გადახურული დიდი ხანია!
თორნიკე
22:17 27-12-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული