"მშვიდობით, ოქროს ბიჭო! ეს რა დაგვემართა (მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს). გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა! უნიჭიერესი წურწიკა", - წერს მაცაცო კევლიშვილი.
წურწუმია 27 წლის იყო.
ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ყაზახეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში ყაზახი სპორტსმენი შორლან ჟაკანშა დაამარცხა.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის გარდა, იყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოსპრიზიორი.
წყარო: Ambebi.ge